
მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანია Vacheron Constantin-მა, ლუვრთან თანამშრომლობით, მაჯის საათების ექსკლუზიური ხაზი წარადგინა. მოდელების უნიკალური დიზაინი მსოფლიოს ყველაზე დიდ მუზეუმში დაცული საგანძურის ინპირაციით შეიქმნა. ლუვრის და კომპანიის საერთო პროექტი, ჩვენი ცივილიზაციისა და ხელოვნების მრავალსაუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა.
Vacheron Constantin 1755 წელს დაარსდა. კომპანია დღესდღეობით ერთ-ერთი მოწინავე საათების მწარმობელი ბრენდია, რომელიც ძვირადღირებულ ექსკლუზიურ მოდელებს აწარმოებს. Vacheron Constantin-ის საათების დიზაინი ვინტაჟური ესთეტიკით გამოირჩევა.