იაპონელმა დიზაინერმა, ჯუნ ტაკაჰაშიმ პარიზის მოდის კვირეულზე თავისი ბრენდის, UNDERCOVER-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ჩვენება პარიზის ერთ-ერთ მიწისქვეშა ავტოსადგომზე გაიმართა. კოლექცია 57 ლუქისაგან შედგებოდა
ჯუნ ტაკაჰაში მოდის ერთ-ერთ ინოვატორ დიზაინერად მიიჩნევა, თუმცა ახალი კოლექცია განსაკუთრებულად კრეატიული იყო. შოუს ბოლოს, მოდელები მანათობელ ტერარიუმად ქცეული კოსტიუმებით წარდგნენ, რამაც განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება გამოიწვია. როგორც შოუს კულისებში დიზაინერის თარჯიმანმა მედიას განუმარტა, ჯუნი ამ სამყაროში გაჭედილად გრძნობს თავს და გათავისუფლება სურს.
ნახეთ UNDERCOVER-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება: