დაფიქრებულხართ, რამდენი ნივთია ჩვენს გარდერობში ისეთი, რომლის გარეშეც ჩვენს ყოველდღიურობას მნიშვნელოვანი არაფერი დააკლდება, განსხვავებით თეთრეულისაგან, რომელსაც მართლაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ქალის ყოველდღიურ კომფორტსა და ჰარმონიაში. რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ თეთრეული ქალის გარდერობის განუყოფელი ნაწილია, ხშირად, შედარებით უგულებელყოფილ სეგმენტად ითვლება. მუდმივად მზარდ გლობალურ ბაზარზეც კი, ქალებისთვის მარტივი არ არის ისეთი თეთრეულის ბრენდის პოვნა, რომელიც დააკმაყოფილებს მათ ყველა საჭიროებასა და მოთხოვნას.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის სასიხარულოა ის, რომ უკვე გასული წლის ნოემბრიდან, საქართველოში გამოჩნდა ქალის თეთრეულის მწარმოებელი გლობალურად აღიარებული ბრენდი – ტრიუმფი. ტრიუმფის ისტორია 1886 წელს გერმანიიდან იწყება. სახელწოდება “ტრიუმფი” პარიზის ანტიკური სტილის არქიტექტურული ძეგლით, ტრიუმფალური თაღითაა შთაგონებული, რომელიც ცნობილია, როგორც სტილის, კულტურის, გავლენისა და ოსტატობის თვალსაჩინო გამოხატულება.

ტრიუმფის პირველი ბიუსჰალტერი გაყიდვაში 1922 წელს გამოვიდა. დღევანდელი მონაცემებით კი, წელიწადში, ბრენდის 13 მილიონი ბიუსჰალტერი იყიდება. ციფრები და სტატისტიკა მართლაც რომ შთამბეჭდავია, მაგრამ ალბათ იკითხავთ, გარდა საუკუნოვანი ისტორიისა და გამოცდილებისა, რა ხდის ბრენდს ამდენად გამორჩეულს, თუმცა სანამ უფრო დეტალურად მოგიყვებით ტრიუმფის უპირატესობების შესახებ, გეტყვით, რომ ახლა საუკეთესო დროა ბრენდის აღმოსაჩენად. 8 მარტის, ქალთა საერთაშორისო დღის მოახლოებასთან ერთად, ტრიუმფში მოქმედებს საინტერესო შეთავაზებები: 25% ფასდაკლება სრულ კოლექციაზე, ხოლო 50% ფასდაკლება – შერჩეულზე. გარდა ამისა, 7 და 8 მარტს, ბრენდი თავის მომხმარებელს საჩუქრებითაც გაანებივრებს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქალები არაკომფორტული სამოსის ტარებით აღარ არიან შეზღუდულნი, ხშირად, ისევ და ისევ სტილის, თუ მომენტის აქტუალური ტრენდის გამო, ვუშვებთ გამონაკლისს და კომფორტს მცირეოდენი დოზით მაინც ვთმობთ.

ცხადია, ზემოხსენებული არ ეხება თეთრეულს, ამ შემთხვევაში, კომფორტი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ამასთან ერთად, იმისათვის, რომ თეთრეულის ბრენდი საერთაშორისოდ სასურველი და აღიარებული იყოს, მნიშვნელოვანია ის ვიზუალურად დახვეწილ, ხოლო ფუნქციურად პრაქტიკულ კოლექციებს არა მხოლოდ ერთი ტიპის, არამედ ნებისმიერი ზომისა თუ ფორმის აღნაგობის ქალისთვის ქმნიდეს.

ტრიუმფი არ განასხვავებს ქალებს ერთმანეთისგან ვიზუალის, წონის, ან/დაც სხეულის ფორმების მიხედვით, ეს მიდგომა ბრენდის Body Positivity კამპანიებშიც გამოიხატება.

თქვენ შეგიძლიათ თამამად სცადოთ ახალი და თქვენს სხეულზე მორგებული თეთრეულის შერჩევა, ბრენდის გონივრული მიდგომა, დახვეწილი სტილი და წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, ტრიუმფის კოლექციებს მაქსიმალურად ელეგანტურს და მრავალფეროვანს ხდის.

“ბრენდის მიზანია, ქალის ყოველდღიურობა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, დახვეწილი და ფემინური. ინდივიდუალიზმი ბრენდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა. ტრიუმფი ცდილობს, რომ მოუსმინოს ქალს და შესთავაზოს მას ისეთი მოდელები, რომლებიც მას თვითგამოხატვის საშუალებას მისცემს.”- აღნიშნავენ ბრენდის წარმომადგენლები.

კოლექციებისთვის თვალის შევლებაც საკმარისია, რომ შევნიშნოთ სადა, დახვეწილი, თუმცა ამავდროულად სექსუალური სტილი. ნეიტრალური ფერები და მინიმალისტური დეტალები სიმსუბუქის შეგრძნებას აჩენს, ხოლო მრავალფეროვანი დიზაინი არა მხოლოდ განსხვავებული ფორმების, არამედ გემოვნების მქონე ქალბატონებისთვის იქმნება. კოლექციებში შეხვდებით, როგორც მაქმანებიან მოდელებს, ისე მაქმანების გარეშე, როგორც თანამედროვე, აგრეთვე ვინტაჟურ სტილს, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით ტრენდულია. პოპულარულია ტრიუმფის Florale და Amourette ხაზები, რომლებიც სწორედ ნაზი მაქმანებითა და ვინტაჟური სილუეტით გამოირჩევა.

გამომდინარე იქიდან, რომ ტრიუმფის მომხმარებლები მიზანდასახული, წარმატებული და ძლიერი ქალები არიან, მათთვის კომფორტთან, ფუნქციურობასთან და ვიზუალურ სრულყოფილებასთან ერთად, ისეთი ფაქტორებიც მნიშვნელოვანია, როგორებიცაა: ეთიკურობა და მდგრადობა. ცნობიერი მომხმარებლისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, თუ რამხელა ზიანს აყენებს მოდისა და სილამაზის ბიზნესი გარემოს. ტრიუმფი მდგრადი განვითარების მხრივ ერთ-ერთი ლიდერია ქალის თეთრეულის გლობალურ მარკეტზე, გარდა იმისა, რომ ბრენდი იყენებს გადამუშავებულ მასალებს და მუდმივად ცდილობს გააუმჯობესოს ეკო-მეგობრული მიმართულება, ის ასევე ახალისებს მყიდველს იშოპინგოს გონივრულად – შეიძინოს უფრო ცოტა, მაგრამ ხარისხიანი.

ამჟამად საქართველოში ტრიუმფის კოლექციების დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ ორ ლოკაციაზე, მაღაზიაში – სითი მოლი საბურთალოს LG სართულზე და ჭავჭავაძის გამზირის #44 ნომერში.