საყვარელი ადამიანებისათვის საჩუქრის შერჩევის პროცესი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ნაწილია, თუმცა ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს აგრეთვე დიდი პასუხისმგებლობაცაა. მითუმეტეს მაშინ, თუ საჩუქარს თქვენთვის მხოლოდ ფორმალური დატვირთვა არ აქვს და ყოველ ჯერზე ცდილობთ როგორც საკუთარი თავი, აგრეთვე ძვირფასი ადამიანები თქვენ გარშემო მართლაც უნიკალური ნივთებით და სიურპრიზებით გაანებივროთ.

ისეთი კლასიკური და მოთხოვნადი აქსესუარი, როგორიცაა მაჯის საათი, მუდამ აქტუალური და სასურველი საჩუქარია, ადრესატის სქესის, ასაკისა თუ ინტერესების მიუხედავად. სწორედ ამიტომ, თუ თქვენ ახლა იდეალური საჩუქრის ძიების პროცესში ხართ, შევეცდებით გაგიმარტივოთ საქმე და შემოგთავაზობთ საათების ბრენდი, რომელიც თამამად შეგიძლიათ უსახსოვროთ თქვენ საყვარელ ადამიანებს წელიწადის ნებისმიერ დროს.

Casio – ამ სახელწოდებით იაპონიაში მაღალი ხარისხის ინოვაციური ბრენდი ჯერ კიდევ 1946 წელს დაფუძნდა. ბრენდმა საათების წარმოება 1970-იანი წლებიდან დაიწყო და დღეისათვის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად ითვლება საათების მუდმივად მზარდ ბაზარზე. “კასიო” წარმოდგენილია საქართველოშიც მაღაზიათა ქსელ TI’ME -ში, რომელსაც ქართველი მომხმარებელი და შესაბამისად, ჩვენი მკითხველი ძალიან კარგად იცნობს.

როგორც ისტორიულ ბრენდს, რომელიც აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია არსებობს, Casio-ს აქვს რეპუტაცია და სანდოობა განსაკუთრებული ხარისხის, ოსტატობისა და მრავალფეროვანი დიზაინის გამო. ბრენდი იყენებს მაღალი ხარისხის მასალებს და ინოვაციური წარმოების ტექნიკებს, რათა შექმნას საათი, რომელიც იქნება მდგრადი, გაუძლებს ყოველდღიურ გამოყენებას და განსხვავებული ადამიანების ცხოვრების სტილს. დიახ, რუტინული საოფისე სამსახურეობრივი აქტივობებით დაწყებული, სპორტით დასრულებული, Casio-ს საათები შექმნილია იმგვარად, რომ მოერგოს ყველა გარემო პირობას და გახდეს თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელი აქსესუარი.

გარდა ზემოხსენებულისა, Casio საათები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია საჩუქრის შერჩევისას. იმისდა მიუხედავად თუ ვისთვის ეძებთ საჩუქარს, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, TI’ME-ში თქვენ იპოვით “კასიოს” ზუსტად თქვენთვის სასურველ სტილს. მარტივი ბიზნეს მოდელებიდან დაწყებული, უფრო ნაზი, ფემინური და რომანტიკული სტილით გაგრძელებული და ძლიერი გარე სათავგადასავლო მოდელებით დამთავრებული, Casio საათები მოიცავს სხვადასხვა სტილსა და ფუნქციებს, სხვადასხვა ადამიანების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ეს ყველაფერი კი, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.

დიახ, Casio-ს ამგვარ პოპულარობას ბიუჯეტურობაც განაპირობებს. მაშინ როდესაც საკმაოდ ხშირად, მაღალი ხარისხის მაჯის საათი ძვირ ფუფუნებასთანაა დაკავშირებული, “კასიო” ყოველდღიური გამოყენებისათვის და არა მხოლოდ, იდეალურ სასაჩუქრე საათებს, მისაღებ ფასად გვთავაზობს. 

Casio-ს კოლექციების დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ როგორც TI’ME-ის ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიაში. TI’ME-ის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ მაღაზიის ფეისბუქ და ინსტაგრამ პროფილებს ან ოფიციალურ ვებგვერდს.