გავლენიანმა გამოცემა TIME-მა 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანი გამოაქვეყნა. ასეული რამდენიმე კატეგორიის მიხედვით, თანამედროვე პოპ-კულტურის, ხელოვნების, პოლიტიკის, საზოგადოებრივი აქტივიზმის, სპორტისა და სხვა სფეროებში მოღვაწე გამორჩეულ პერსონებს აერთიანებს.
კატეგორიაში სახელწოდებით – Pioneers, წელს მოდელი ბელა ჰადიდი მოხვდა. იგივე კატეგორიაში ვხედავთ ამერიკის დიზაინერთა საბჭოს (CFDA) ახლადარჩეული პრეზიდენტს, დიზაინერ თომ ბრაუნს. რაც შეეხება კატეგორია Icons – გამორჩეულია HBO-ს ჰიტად ქცეული სერიალის, The White Lotus-ის ვარსკვლავი – ჯენიფერ ქულიჯი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შოუმ აქცია ქულიჯი სერიალების ინდუსტრიის აქტუალურ სახედ.
TIME-ის ასეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორიაა „ლიდერები“. ამ კატეგორიის მთავარ ფიგურად გამოცემამ უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა დაასახელა.
TIME-ის სიის კიდევ ერთი მთავარი კატეგორიაა „ტიტანები“. მასში წარმოდგენილ ცნობილ სახეებს შორის წელს მოხვდნენ სხვადასხვა სფეროს ისეთი წამყვანი ფიგურები, როგორებიც არიან Beyonce, ილონ მასკი, ლიონელ მესი.
TIME-ის ასეული გამოცემის ყოველწლიური პროექტია, რომელიც სათავეს 1999 წლიდან იღებს. ამ პერიოდიდან, მიმდინარე წლის აქტუალური მოვლენების გათვალსიწინებით, TIME-ის რედაქცია წლის ადამიანებს ასახელებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის, TIME-მა 2022 წელს დემნაც დაასახელა.