მამაკაცებთან ურთიერთობის და მათთან სექსის სურვილის არ ქონის შესახებ არაერთი განცხადების გაკეთების შემდეგ, ჯულია ფოქსი ლესბოსელად დაქამინგაუთდა.

8 ივლისს ჯულია ტიკტოკზე Gracin-ის ვიდეოს გამოეხმაურა, რომელშიც კომიკოსი და კონტენტ კრეატორი შემდეგ ფრაზას ამბობს: “მიყვარს, როდესაც ლესბოსელს თავის შეყვარებულ მამაკაცთან ერთად ვხედავ. შენ ხომ გძულს ეს კაცი; ნამდვილად ვერ იტან. ეს გოგოები მათ მიმართ იმდენად ბოროტები არიან, ვფიქრობ, პატარავ, შენ უბრალოდ ლესბოსელი ხარ.”

ჯულიამ, რომელმაც ნათქვამთან კავშირი იგრძნო, საპასუხო ვიდეო ჩაწერა, რომელშიც შემდეგ რამეს ამბობს: “ჰეი. ასეთი მე ვიყავი. ასეთი ლესბოსელი გახლდით. მაპატიეთ ბიჭებო, ეს აღარ განმეორდება.”

ვიდეოს ჯულიას მხარდასაჭერი კომენტარები მოჰყვა, რომელთა ავტორებიც მის ქამინგაუთს ზეიმობდნენ. თავად Gracin-მა კი მას ასე უპასუხა: “ნუთუ ჯულია ფოქსის დაქამინგაუთებას შევუწყე ხელი?”

საზოგადოების დიდმა ნაწილმა ჯულია ფოქსის შესახებ პირველად მას შემდეგ გაიგო, რაც მან 2022 წლის დასაწყისში ქანიე უესტთან დაიწყო უერთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ მათი რომანი ხანმოკლე გამოდგა, ჯულია ყურადღების ცენტრში დარჩა, მეტიც, მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა და ეს, უპირველესყოვლისა, “Uncut Gem”-ის მსახიობის თამამი სტილის დამსახურებაა. 2018-2020 წლებში ჯულია დაქორწინებული იყო კერძო პილოტ პიტერ არტემიევზე, რომლისგანაც 2021 წელს შვილი, ვალენტინო შეეძინა.

მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ხშირად გამოჩენის, სოციალურ ქსელებში აქტიური ჩართულობის, გამომწერებთან ხშირი ინტეგრაციის თუ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე გულწრფელი პოზიციის დაფიქსირების შედეგად, ჯულიამ უესტის ჩრდილიდან გამოსვლა შეძლო და დამოუკიდებელი ხმა მოიპოვა.

გასული წლის ბოლოს ჯულიამ ავტობიოგრაფიული წიგნიც გამოსცა, სახელწოდებით “Into the Drain.”