ფენდისა და ტიფანის კოლაბორაციით შექმნილი ბაგეტი უკვე გაყიდვაშია.

ბრენდებმა კოლაბორაცია ფენდის ბაგეტის 25 წლის აღსანიშნად დააანონსეს. საკულტო ჩანთა სილვია ვენტურინი ფენდიმ 1997 წელს შექმნა. სახელი – ბაგეტი ჩანთას ტარების სტილის გამო ეწოდა, ჩანთა, ისევე, როგორც ფრანგული ბაგეტი, ხელქვეშ სატარებელია. 1997 წლის შემდეგ, უკვე სხვა ბაგეტის სტილის ჩანთებსაც ამ სახელს უწოდებენ.

ტიფანისთან კოლაბორაციის შესახებ ცნობილი გახდა გასულ სექტემბერს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, სადაც ბრენდმა 2023 წლის რეზორტ კოლექცია წარადგინა. კოლაბორაცია მოიცავს ორივე ბრენდის დიზაინ კოდებსა და შთამომავლობას. ტყავის ან სატინის ჩანთები ხელმისაწვდომია ორ ზომაში, მედიუმსა და მინი ზომებში, რკინის FF ლოგო კი ტიფანის საკულტო ვერცხლისფერშია გადაწყვეტილი. კოლაბორაციის ფარგლებში ასევე ხელმისაწვდომია ჩარმები, რომლების დაკიდება შესაძლებელია, როგორც ჩანთაზე, ასევე გასაღებებზე.

ჩანთების ფასი 2350$-დან 5500$-მდე მერყეობს, ფასი მატერიასა და ზომაზეა დამოკიდებული.