Tiffany & Co. გახდა ძვირფასი სამკაულების პირველი სახელგანთქმული ბრენდი, რომელმაც რუსეთში მოპოვებულ ბრილიანტებზე უარი თქვა.
11 მარტს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, რუსული ძვირფასი ქვების იმპორტი აკრძალა. კონტროლის სირთულეებიდან გამომდინარე, აღნიშნული აკრძალვა არ იმოქმედებს რუსეთში მოპოვებულ, თუმცა სხვა ქვეყნებში გადამუშავებულ და მოპირკეთებულ ძვირფას ქვებზე.
აღსანიშნავია, რომ Tiffany & Co. -ს ბრენდს თითოეულ ძვირფას ქვაზე აქვს წარმომავლობის ზუსტი წყარო, უკლებლივ ყველა ეტაპი და ქვეყანა, რომელიც ბრილიანტმა საბოლოო დანიშნულების ადგილამდე განვლო. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, მათ შეუძლიათ კონტროლი და სწორედ ამის გაკეთებას გეგმავენ.
Tiffany & Co. სამკაულების საკულტო ამერიკული ბრენდია, რომელიც 2020 წელს, ფრანგულმა კონგლომერატმა, LVMH-მა შეიძინა.