Ti Sento, ან “მე მესმის შენი/მე შენ შეგიგრძნობ” იტალიურ-ჰოლანდიური სამკაულების ბრენდია, რომელიც ლილიან ვან ზუილენმა, დეირდე (დიდი) კეპელთან ერთად, 2003 წელს შექმნა. ლილიანი ჰოლანდიელი ოქრომჭედელია, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, ვერცხლზეა შეყვარებული, ისევე, როგორც მისი თანადამფუძნებელი დიდი. მათ ერთმანეთი სწავლისას გაიცნეს. დასაწყისში, ისინი ვერცხლზე მუშაობის გამოცდილებამ, საერთო იდეებმა, ინტერესების კვეთამ და ურთიერთმსგავსმა ესთეტიკამ დაახლოვა, რაც გასაკვირი სულაც არ არის. როდესაც ორი გამორჩეული გემოვნების მქონე, ვერცხლზე შეყვარებული პროფესიონალი ერთმანეთს ხვდება, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია.

ბრენდის ფილოსოფია ოქროზე მუშაობის უმაღლესი სტანდარტების ვერცხლზე მორგებაა. დამფუძნებლების თქმით, ისინი დამსახურებულ სიყვარულსა და ყურადღებას უთმობენ ვერცხლს. სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ, ხარისხისადმი სწრაფვამ და შემოქმედებითმა ექსპრესიულობამ განაპირობა ის, რომ კონკურენტიან ბაზარზე, ბრენდმა უკვე თითქმის ორი ათწლეული დაჰყო და კვლავ ღირსეულად აგრძელებს მოღვაწეობას.

18 წლიანი არსებობის განმავლობაში, Ti Sento-მ შეძლო შეექმნა საკუთარი ხელწერა და გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი სამკაულების სეგმენტში. მათი განსაკუთრებული შემოქმედებითობის ნათელ მაგალითად შეგვიძლია საავტორო საკეტი დავახასელოთ, რომელსაც გამორჩეული დიზაინი აქვს, თუმცა კრეატიულ და ინდივიდუალურ სტილთან ერთად, ბრენდს მიმზიდველს ხდის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოება.  Ti Sento – ს ნივთებს უმაღლესი 925 სინჯის ვერცხლი და როდიუმის დაფარვა აქვთ, რაც მათი დიდი ხნით ტარების შესაძლებლობას იძლევა. ეს კი საკმაოდ მნიშვნელოვანია თანამედროვე მომხმარებლისთვის, რომელიც პრიორიტეტად მდგრადი და ხარისხიანი პროდუქტის ფლობას ისახავს.

ლილიანი და დიდი შთაგონებას ხედავენ ყველგან, ფოტოგრაფების ნამუშევრებში, ბუნებაში, მუზეუმებში, ქუჩის სტილში და რა თქმა უნდა, მილანში – ქალაქში, სადაც მოდა, შესაძლოა ითქვას, ჰაერშიც კი იგრძნობა. თუმცა, მთავარი შთაგონება მაინც ქალები და ქალურობის იდეაა, რომლის გადმოცემასაც დიზაინერები მაქსიმალურად მრავალფეროვნად ცდილობენ. ბრენდის ატელიე წინააღმდეგობრივი ენერგეტიკით სავსე სივრცეა, სადაც ქალები ქმნიან ქალებისთვის, დახვეწილი და მეამბოხე ხასიათით სავსე დიზაინებს. მრავალფეროვანი ნატურალური ქვები, ყვითელი და ვარდისფერი ოქროს დაფარვები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ტრადიციული ოსტატობა ხდის TI SENTO-ს განსაკუთრებულს. ლილიანისა და დიდის ფილოსოფია კი დეტალების მიმართ უდიდესი ყურადღება და წარმოების პროცესში მაქსიმალური ჩართულობაა, ამიტომ თითოეული ქვა სამკაულებში ხელითაა ჩასმული.

პანდემიურ რეალობაში, ბრენდის მთავარი მესიჯი ოპტიმიზმი და მომავლის იმედია. ახალ კოლექციაში, დიზაინერები გეომეტრიულ და ფერად კონტრასტს ქმნიან. ისრის ფორმის სამკაულები ბრენდის ახალი ხელწერაა, რაც სიძლიერისა და მიმართულების სიმბოლიკას გამოხატავს, თუმცა აქ შეხვდებით ვარსკვლავებსაც.

ლილიანის თქმით “ვარსკვლავები გვახსენებენ, რომ თავი ყოველთვის აწეული უნდა გვქონდეს, თუმცა მიწაზეც მყარად უნდა ვიდგეთ.”

გამორჩეული დიზაინის მქონე და ხარისხიანი სამკაულების მოყვარულ ქართველ მომხმარებელს TI SENTO-ს შეძენა საქართველოს ტერიტორიაზეც შეუძლია. ბრენდი წარმომდგენილია TIME-ის მაღაზიებში, ან ონლაინ – TIME.GE-ზე. აღსანიშნავია, რომ TIME საქართველოში Ti Sento – ს ოფიციალური წარმომადგენელია. 

TIME.GE

Instagram.com/TimeGeorgia

Facebook.com/TimeGeorgia