მონრეალის სახვითი ხელოვნების მუზეუმში გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული დიზაინერის შემოქმედების რეტროსპექტივაა წარმოდგენილი.

თიერი მუგლერი ბრწყინვალე შემოქმედია. გარდა მოდის დიზაინერობისა, მისი რეზიუმე ფოტოგრაფობას და რეჟისორობასაც მოიცავს. სწორედ ის არის პასუხისმგებელი ჯორჯ მაიკლის 1992 წელს გამოსული ‘Too Funky-ის’ ვიდეო კლიპის შექმნაზე. კოსტუმებს ქმნიდა თეტრალური წარმოდგენებისთვისაც, მათ შორის არის ფრანგული კომედიის თეატრში დადგმული შექსპირის მაკბეტი. დევიდ ბოუი, გრეის ჯონსი, დაიანა როსი, ბიონსე, ლედი გაგა იმ სელებრითების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მუგლერს შეუმოსავს. თიერი მუგლერის, ბრენდის, არსებობა 1973 წელს რედი-თუ-ვეარ სამოსის წარმოებით იწყება, 1992 წლიდან კი ოტ კუტიური ემატება და მსოფლიოც პირველად ხდება მოწმე მისი ასე თეატრალურად და ნოვატორულად შემოთავაზებისა.

თიერი-მაქსიმ ლორიოტის კურატორობით მოწყობილ გამოფენაზე 1973 წლიდან 2001 წლამდე თიერის შექმნილი 140-ზე მეტი rtw და კუტიურ სამოსი, ასევე აქსესუარები, ესკიზები და სხვადასხვა ფოტოგრაფის გადაღებული დაახლოებით ასი ფოტოა წარმოდგენილი.

Alan Strutt, Yasmin Le Bon, 1997. © Alan Strutt

გამოფენა მართალია, ლორიოტის ხედვას ეფუძნება, მაგრამ მის მოწყობაში თავად დიზაინერიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

Dominique Issermann, Jerry Hall, 1997. © Dominique Issermann

„როდესაც მუგლერმა 1992 წელს ოტ კუტიური წამოიწყო, უკიდურესად ინოვაციური იყო: მაყურებლები მის შემოქმედებას ხელოვნებად თვლიდნენ. პროგრესული იყო კუტიურის გათანამედროვეობაში. რაღაც ახალს ქმნიდა და თან ტრადიციასაც ინარჩუნებდა. ის ბევრ ისეთ მასალას იყენებდა, მათ შორის მეტალს და რეზინას, რაც მის ოსტატობას ისტორიული პარიზული კუტიურის ფონზე უნიკალურს ხდიდა. მწერები, ცხოველები და რობოტები: სხვა არცერთ დიზაინერს არასდროს უცდია მსგავსი რამის შექმნა. ეშინოდათ! მუგლერი იმ რამდენიმეს შორის იყო, ვისაც რაღაცის წარმოება ასეთ დონეზე შეეძლო – კუტიურ სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. სამოცდაათიან წლებში რედი-თუ-ვეარის შექმნის დაწყებიდან და 2001 წლის მის უკანასკნელ ნამუშევრებამდე მოდაში დიდი სივრცე დაიპყრო. ის არ მისდევდა ტრენდებს, საკუთარ ფანტაზიას ეყრდნობოდა. კომ დე გაღსონში რეი კავაკუბოს მსგავსად, მისთვის მთავარი იყო თავისი წარმოსახვითი სამყაროს შექმნა და ახალი პერსპექტივების შეთავაზება.“ – თიერი-მაქსიმ ლორიოტი

Photo: Nicolas Ruel

დამთვარიელებლებს მუზეუმში წარმოდგენილი მუგლერის გენიალური ნამუშევრების ხილვა 9 სექტემბრამდე შეეძლებათ.