
2023 წელს HBO Max-ზე ხმაურიანად დაანონსებული სერიალის – The Idol-ის პრემიერა შედგება, რომელშიც მუსიკოსი The Weeknd მონაწილეობს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა არტისტისათვის ეს ერთადერთი სამსახიობო როლი არ არის. მუსიკოსი მონაწილეობას მიიღებს მხატვრულ ფილმში და მას პარტნიორობას Netflix-ის ცნობილი სერიალის, Wednesday-ის ვარსკვლავი ჯენა ორტეგა გაუწევს. აღსანიშნავია, რომ The Idol-ის მსგავსად ამ ფილმშიც The Weeknd არამხოლოდ მსახიობი, არამედ სცენარის ავტორი და პროდიუსერი იქნება.

როგორც გამოცემა Variety იუწყება, ამჟამად გადაღებები ლოს ანჯელესში მიმდინარეობს, თუმცა ფილმის შესახებ დამატებითი დეტალები მკაცრად გასაიდუმლოებულია. უცნობია კინოსურათის სათაური, ჟანრი და სცენარი, ასევე პრემიერის თარიღი.