უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, The Weeknd მუსიკალურ ვიდეოებში და სცენაზე შეცვლილი იმიჯით ჩნდებოდა. თავდაპირველად, რამდენჯერმე ჩალურჯებული თვალებით და სახვევებით გამოჩნდა, ამის შემდეგ კი, სახეზე პლასტიკური ქირურგიის კვალის იმიტაცია შექმნა. ვიზუალმა ყველა დააბნია, თუმცა ნათელი იყო, რომ მუსიკოსის სახეზე საკმაოდ რეალისტურად შესრულებულ გრიმს ვხედავდით.
საერთაშორისო მედია აქტიურად განიხილავდა, თუ რას ნიშნავდა ასეთი ვიზუალური ფორმით გამოხატული ხანგრძლივი, სერიული პერფორმანსი. სოციალურ ქსელებში გაჩნდა ის ვარაუდიც, რომ არტისტი თავის ყოფილ შეყვარებულს – ბელა ჰადიდს აშარჟებდა. ახლახანს,The Weeknd-მა განმარტა ის მნიშვნელობა, რომელსაც მისი ვიზუალი ატარებს
მთელი ეს იმიჯი თანამედროვე ჰოლივუდის კულტურის და ცნობილი ადამიანების ქცევის მოდელის აბსურდულობას გამოხატავს. ზედაპირული მიზეზის გამო, ადამიანები საკუთარი თავით მანიპულირებენ, რომ აქტუალურები იყვნენ.
The Weeknd-ის შეფასებით, საზოგადოება პერსონაჟებად ქცეული ადამიანების სიუჟეტს ადევნებს თვალს, ეს ყველაფერი პროგრესირდება და აბსურდიულობის საშიშ ფორმებს იღებს. “ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა გარეგნულ მიმზიდველობას – შინაარსი და დამაჯერებელი ნარატივია მთავარი” – აღნიშნა Variety-სთან საუბრისას მუსიკოსმა.