კანადელმა მუსიკოსმა, The Weeknd ახალი კლიპი გამოუშვა. ვიდეოში, რომელიც გადაღებულია სიმღერაზე სახელწოდებით Out of Time, სერიალ Squid Game-ის ვარსკვლავი ჰოიონი მონაწილეობს. კლიპის სიუჟეტი კარაოკე ბარში ვითარდება, სადაც მთავარი გმირები სწორედ ჰოიონი და თავად The Weeknd არიან. ვიდეოს ბოლოში კი, კიდევ ერთი ცნობილი სახე – მსახიობი ჯიმ ქერი ჩნდება, რომელიც ექიმის როლს ასრულებს. 

27 წლის ჰოიონი სამხრეთ კორეელი მოდელი და მსახიობია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია სამოდელო სფეროში მოღვაწეობს, ჰოიონის მსოფლიო პოპულრობა სწორედ Netflix-ის სერიალ Squid Game-ს უკავშირდება. ამ პროექტმა სტრიმინგ სერვისის ყველა რეკორდი მოხსნა, სერიალის გამოსვლის შემდეგ კი, ჰოიონი მსოფლიო მოდის ინდუსტრიისა და პრესის ერთ-ერთ რჩეულ ვარსკვლავად იქცა.