ამერიკელი მომღერალი და რეპერი Doja Cat ქალის თეთრეულის მწარმოებელი ბრენდის Victoria’s Secret -ის ხმაურიანად დაანონსებულ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. The Victoria’s Secret World Tour – ასე ჰქვია ხმაურიანად დაანონსებულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრემიერა 26 სექტემბერს, Amazon-ის სტრიმინგ სერვისზე –  Prime Video-ზე შედგება. რეპერის თანამშრომლობა ბრენდთან  პროექტში მუსიკალურ მონაწილეობას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არტისტი The Victoria’s Secret World Tour-ის ჰედლაინერი იქნება.

რეალურად The Victoria’s Secret World Tour ნაწილობრივ ფილმის და ნაწილობრივ ფიზიკური ღონისძიების სახეს ატარებს. The Victoria’s Secret World Tour აერთიანებს 20 წარმომადგენელი ქალის მოგზაურობას სხვადასხვა ქალაქში და მათი კურატორობით ჩატარებულ ღონისძიებებს. The Victoria’s Secret World Tour  50-ზე მეტ ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი. ბრენდისათვის ეს პროექტი 2018 წლის შემდეგ დიდ სცენაზე დაბრუნებაა.

“Victoria’s Secret ყოველთვის დიდ მხიარულებასთან ასოცირდებოდა. ვიყო ნაწილი ისეთი გლობალური ფენომენისა, როგორიც ეს ტურია, ჩემთვის არაჩვეულებრივი გამოცდილებაა.“-აღნიშნავს Doja Cat ჟურნალ Harpers Bazaar-თან საუბრისას.

2021 წელს Victoria’s Secret-მა რებრენდინგისა და ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა. კომპანიის ამ გადაწყვეტილებით, ბრენდში  “ანგელოზების” ეპოქა დასრულდა – VS-მა გადაწყვიტა თავის პოლიტიკაში ქალების გაძლიერების მიმართულება პრიორიტეტად ექცია.