The Lyst Index-მა 2023 წლის მეორე კვარტლის ყველაზე პოპულარული ბრენდები დაასახელა. სარეიტინგო სიაში პირველი ადგილი LOEWE-მ დაიკავა. ამ მონაცემებით LOEWE-მ Prada ჩაანაცვლა, რომელიც 2023 წლის პირველი კვარტლის მოწინავე ბრენდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, ჯონათან ანდერსონის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი კოლექციების გაყიდვები ბოლო 3 თვის განმავლობაში 19%-ით გაიზარდა, რამაც The Lyst Index-ის სარეიტინგო სიაში უახლესი მონაცემები განაპირობა.
იხილეთ The Lyst Index-ის მიერ გამოვლენილი სარეიტინგო სიის მოწინავე ხუთი ბრენდი:
LOEWE:
Prada
Versace
Miu Miu
Bottega Veneta