მათთვის, ვინც თავგადასავლებისკენ მიისწრაფვის, უპირატესობას ცხოვრების აქტიურ სტილს ანიჭებს და ბუნების წიაღში ჰარმონიას პოულობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი საგარეო სამოსის შერჩევა, როგორიც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს და გარემოს არასასურველი ზემოქმედებისგან დაიცავს. ბაზარზე ამ მხრივ ერთ-ერთ მოწინავე ბრენდს Napapijri-ს სახელით ვიცნობთ, რომელსაც სხვა არაერთი მახასიათებელიც გამოარჩევს, მათ შორის მოდური ელემენტები, რომელიც “აუთდორ” ბრენდს კიდევ უფრო განსაკუთრებულად აქცევს. მის სტატუსს თითოეული მასთან დაკავშირებული დეტალი ამყარებს დაწყებული სახელწოდებიდან და ლოგოდან, დამთავრებული პროდუქტების დასამზადებლად გამოყენებული ტექნიკური მასალებითა და დიზაინით.

© Napapijri

© Napapijri
ქართველი მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლეს კი, წარმოადგენს ის, რომ თბილისში Napapijri-ს პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა, რომელიც სითი მოლი საბურთალოს მე-3 სართულზე მდებარეობს. ამ დრომდე Napapijri-ს ორიგინალი პროდუქცია “მაგელანის” ქსელში იყო წარმოდგენილი, თუმცა ბრენდის მიმართ გაზრდილმა ინტერესმა, პირველი მონობრენდული მაღაზიის გახსნა განაპირობა.

Napapijri-ს მაღაზია თბილისში

Napapijri-ს მაღაზია თბილისში
Napapijri წარმოითქმება, როგორც “ნა-პა-პი-რი.” სახელწოდება ფინურ სიტყვა “Napapiiri”-ს ეფუძნება, რომელიც “არქტიკულ წრეს” ნიშნავს. “Napa” პოლარულის აღმნიშვნელია, ხოლო “piiri” – წრის. სახელი ნიშანდობლივია, რადგან ბრენდის სამოსი ცივ კლიმატთან და საგარეო აქტივობებთან ასოცირდება.

© Napapijri
Napapijri-ს ლოგოში ერთ საინტერესო დეტალს ვხვდებით – ეს არის ნორვეეგიის დროშა. თუმცა რა კავშირი აქვს ნორვეგიის დროშას ფინური სახელწოდების მქონე იტალიურ ბრენდთან? სინამდვილეში ის მჭიდროდ უკავშირდება ბრენდის ფილოსოფიასა და არსს და პატივს მიაგებს ისეთ დიდ ნორვეგიელ მკვლევრებს, როგორიც იყო, მაგალითად, როალდ ამუნდსენი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ადამიანი, რომელმაც სამხრეთ პოლუსს მიაღწია. ნორვეგიელების წარმატებულ მკვლევრებად გახდომა, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა მათმა შესაძლებლობამ გამკლავებოდნენ ცივ კლიმატს.

© Napapijri

© Napapijri
Napapijri 1987 წელს ანტრეპრენერმა ჯულიანა როსეტმა დააარსა. ბრენდი თავდაპირველად მხოლოდ ჩანთებს აწარმოებდა, ორიგინალი დიზაინი – Bering Bag დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. Napapijri-მ სამოსის წარმოება 1990 წელს დაიწყო. ამავე წლიდან საკულტო ანორაკის “Skidoo”-ს, ხოლო 1995 წელს “Rainforest”-ის გამოშვებით, ბრენდმა შეძლო საგარეო ტანისამოსის უნიკალური სტილი ურბანულ გარემოში უფრო შესამჩნევი გამხდარიყო. Napapijri-ს სხვა ტექნიკური ბრენდებისგან ნამუშევრებში ჩაქსოვილი მოდური ელემენტები და კრეატიული ნარატივები გამოარჩევს. თითოეული კოლექცია სახასიათო დიზაინს, მდგრადობასა და ინოვაციას ემყარება. მთავარ ღირებულებებს შორის კი ვხვდებით: გამძლეობას, ხარისხს, ინდივიდუალიზმს და ეკო-მეგობრულობას.

Napapijri-ს მაღაზია თბილისში

Napapijri-ს მაღაზია თბილისში
ცირკულარულობა აქტიურად დგას კომპანიის დღის წესრიგში. ბრენდში აცნობიერებენ, რომ ნარჩენები მოდის დიდი პრობლემაა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად, Napapijri-ში ხელახლა არის გადააზრებული ის თუ როგორ უნდა შეიქმნას სამოსი. პრემიუმ ხარისხის მასალები Napapijri-ს ნაწარმის გამძლეობას განაპირობებს. მდგრად პრაქტიკებს ეფუძნება გარემოზე დაბალი ზემოქმედების მქონე რეგენერაციული ქსოვილების გამოყენებაც. 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის 50%-ზე მეტი გადამუშავებული მასალებით დამზადდა. მდგრადი და ეთიკური ასპექტების გაჯანსაღებასა და განვითარებაში მიკვლევადობა დიდ როლს თამაშობს, რომელიც თვალსაჩინოს ხდის იმას, რაც მიწოდების ჯაჭვში ხდება.

© Napapijri

© Napapijri
Napapijri-ს კოლექციების დათვალიერება და შეძენა უკვე შესაძლებელია სითი მოლის საბურთალოს ფილიალში.