კონცეპტუალური მაღაზია IERI-ის თანაორგანიზებით თბილისში ღონისძიება – Tbilisi Unfolding გაიმართა. ეს არის მულტიდისციპლინური პროექტი, რომელიც აერთიანებს მოდას და ბუნებას, კერძოდ კი თბილისის ლანდშაფტურ არქიტექტურას.

ღონისძიების ორგანიზატორები IERI Store-თან ერთად იყვნენ თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი Ubani და ასევე ლანდშაფტური არქიტექტურისა და ურბანული დიზაინის სტუდია – Ruderal. ღონისძიება მოიცავდა ლექციას და გამოფენას. ლექციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს Ruderal-ის პროექტებზე, რომლებიც სწრაფი ურბანული ცვლილებების ფონზე ხელახლა განსაზღვრავენ თბილისის ეკოლოგიურ ლანდშაფტს.

Tbilisi Unfolding-ის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ჰოლანდიელი მოდის ფოტოგრაფის, ბარი ჰალეჯის (Barrie Hullegie) გამოფენა. ფოტო სერიამ თბილისის აყვავებული ურბანული ტყეები აღბეჭდა და შეეცადა, ურბანული მდგრადობის კრიტიკული საკითხები ეჩვენებინა. ფოტო პროექტში მოდის ინტეგრირებამ ვიზუალური ხელოვნების ეს ფორმა და თბილისის ლანდშაფტური არქიტექტურა დააკავშირა.

Tags :