NBC-ის გადაცემაში, ”Saturday Night Live”, წამყვანის როლი ამჯერად სელენა გომეზმა მოირგო. მონოლოგისას ვარსკვლავს ქართული ბრენდის, Mach & Mach-ის შავი კაბა ეცვა.

Mach & Mach დაარსდა თბილისში, გვანცა და ნინა მაჭარაშვილების მიერ. დღეისათვის ბრენდი წარმატებით იყიდება საერთაშორისო ბაზარზე. მეტიც, 2021 წელს, Mach & Mach “მოდა ოპერანდის” ყველაზე გაყიდვად ბრენდებს შორისაც დასახელდა.