დროსთან ერთად, ადამიანის ქცევა და მოთხოვნილებებიც იცვლება. კომფორტი და დროის დაზოგვა თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებია. ამ პრიორიტეტებმა ჩვენს ცხოვრებაში,  მრავალი ალტერნატივა წარმოშვა. ერთ-ერთი მათგანი ონლაინ შოპინგია – პროცესი, როცა სასურველი ნივთი შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად შეიძინო. ონლაინ შოპინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც დრო არ აქვს, ან მაღაზიებში სიარულით სიამოვნებას ვერ იღებს.

თუ პანდემიით შექმნილ რეალობასაც გავითვალისწინებით, ონლაინ ვაჭრობის მნიშვნელობა აქამდე არნახულ სიმაღლეებსაც იპყრობს. თუმცა, აქვე  უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მომსახურებით უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი არც ისე ცოტაა. როდესაც რაიმეს შეძენას სახლიდან გადავწყვეტთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ სერვისს სანდო კომპანიისაგან ვიღებთ.

სწორედ ამ მიმართულებით, თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს –  ციფრული ვაჭრობის ლოკალურ ბაზარზე, გაჩნდა პირველი ქართული ონლაინ შოპინგ მოლი –SHOPSHOP, რომელიც მრავალფეროვან და ხარისხიან მომსახურებას გვთავაზობს.  შოპშოპ სწორედ თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნების და საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. ამ პლატფორმის მეშვეობით, მოსახერხებელი და უსაფრთხო შოპინგი სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია. შედეგად, ვზოგავთ დროს, ენერგიას და არჩევანსაც მეტად პრაქტიკულად და გააზრებულად ვაკეთებთ.

SHOPSHOP მრავალი ჩვენგანისათვის საყვარელ მაღაზიებს და ბრენდებს ციფრულ სივრცეში აერთიანებს. ეს არის ადგილი, სადაც შეხვდებით როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბრენდებს. შოპშოპის ნავიგაციის მარტივი სისტემა და ვიზუალურად სრულყოფილი ინტერფეისი ონლაინ შოპინგს სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს. ამ პროცესში, გარდა ნაცნობი პროდუქციისა, შესაძლოა სრულიად ახალი და მომავალში, თქვენთვის რჩეული ბრენდიც აღმოაჩინოთ.

შოპშოპ მიზნად ისახავს, რომ საქართველოში, ონლაინ ვაჭრობის მიმართულებით, სრულიად ახალი სიტყვა თქვას. ეს უკანასკნელი კი, მნიშვნელოვნად გამოიხატება თითოეულ შეკვეთაზე ინდივიდუალური მიდგომით, რაც არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც იშვიათია. 

ნებისმიერი წამოწყების წარმატების ერთ-ერთი საზომი საინტერესო კონცეფციაა. ამ მხრივ, SHOPSHOP – ის გამორჩეული შემოთავაზება გახლავთ „მაღაზია მაღაზიაში“ – რაც ნიშნავს, რომ საიტზე განთავსებულ ყველა მაღაზიას თავისი უნიკალური სივრცე აქვს. აღნიშვნას იმსახურებს ის გარემობაც, რომ SHOPSHOP-ის მომხმარებელი არ დგას იმ გამოწვევების წინაშე, რასაც დღეს თანამედროვე ონლაინ ვაჭრობის სფეროში ხშირად ვაწყდებით –  „სელერებს” ყალბი პროდუქციით. შოპშოპი ყველა დაინტერესებულ მაღაზიას და ბრენდს საშუალებას აძლევს, საკუთარი სახელით და ბრენდით წარსდგეს მომხმარებლის წინაშე. ეს კი, თავისთავად გამორიცხავს გაურკვევლობას და მომხმარებელში მეტ ნდობას აჩენს. 

რაც შეეხება, SHOPSHOP-ზე განთავსებულ მაღაზიებს – პირველი ქართული ონლაინ მოლის სივრცეში შევხვდებით მსოფლიოში ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: Aldo, Polo, Timberland, Evita Peroni, DIESEL, Miniso. ასევე, ადგილობრივ ბრენდებს, რომელთა შორისაცაა: Gepherrini, DOTS, კაშკაში, The why not gallery, ლივლივი და სხვა. საიტზე ვნახავთ შოპშოპ აუთლეტსაც, სადაც ბრენდების მიერ ჩამოფასებული კოლექციები განთავსდება. ყველაფერთან ერთად, SHOPSHOP-სათვის მნიშვნელოვანია ქართულ ბრენდებს გაყიდვების ალტერნატიული გზები შესთავაზოს და ამით მათ განვითარებას შეუწყოს ხელი. ამჟამად პლატფორმაზე ჯამში, 28 მაღაზიაა წარმოდგენილი, თუმცა, ეს რიცხვი უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და არჩევანიც უფრო მეტად მრავალფეროვანი გახდება.

პირველ ქართულ ონლაინ შოპინგ მოლში მოსახვედრად, მიჰყევით ბმულს – www.shopshop.ge