ყველა სხვა თემატურ დღესასწაულთან შედარებით, შობა-ახალი წელი ისეთი მოვლენაა, რომელიც ბუნებრივად გვიბიძგებს საკუთარ თავთან ერთად, ჩვენს გარშემო მყოფი ბევრი სხვა ადამიანიც გავახაროთ. ოჯახის წევრები, მეგობრები თუ თანამშრომლები, წელიწადის ამ დროს, ვცდილობთ საჩუქრები ჩვენთვის ძვირფასი, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის შევარჩიოთ. სწორედ ამიტომ, გვსურს ოდნავ მაინც გაგიმარტივოთ საჩუქრის შერჩევის ხშირად არც თუ ისე მარტივი პროცესი და გაგაცნოთ საინტერესო შემოთავაზებები ANIA HAIE -ის ბრენდისგან.

პირველ რიგში, გეტყვით, რომ ANIA HAIE სამკაულების ბრიტანული ბრენდია, რომელიც საქართველოში, ექსკლუზიურად საათებისა და სამკაულების მაღაზიათა ქსელში, TI’ME-შია წარმოდგენილი. TI’ME-ის მაღაზიათა ქსელი ერთ-ერთი პირველი ადგილია, რომელიც გვახსენდება, როცა საქმე დასამახსოვრებელ საჩუქრებს ეხება. მრავალფეროვანი არჩევანი, ძვირფასი ხარისხი და ელეგენატური დიზაინი – ამ მახასიათებლების ერთობლიობა აქცევს TI’ME-ში წარმოდგენილ საათებსა და სამკაულებს სასურველს.

რაც შეეხება ANIA HAIE-ს, ბრენდის სამკაულები დამზადებულია ეთიკური და მდგრადი გზებით მოპოვებული 14 კარატიანი ყვითელი ოქროთი. ეს ნიშნავს, რომ აქ შერჩეული საჩუქარი არაჩვეულებრივი იქნება ნებისმიერი ადრესატისათვის, რომელიც აფასებს ხარისხსა და დახვეწილ დიზაინს. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს სამკაულს არ სჭირდება თემატური დღესასწაული იმისათვის, რომ საჩუქრად შევარჩიოთ, სადღესასწაულო პერიოდი მაინც განსაკუთრებული დროა, თუნდაც არსებული ფასდაკლებების გამო. ასე მაგალითად, თუ ANIA HAIE -ს სამკაულის შეძენას გადაწყვეტთ, პირველ შენაძენზე მიიღებთ 15%-იან, ხოლო მეორეზე – 20% ფასდაკლებას, რაც მოსახერხებელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საჩუქარს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ახლობლებისთვისაც ვარჩევთ.

მოდი, თვალი გადავავლოთ TI’ME-ში წარმოდგენილი ANIA HAIE -ს კოლექციებს, რომლებიც ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ მრავალფეროვნებით გამოირჩევა, აქ ვხედავთ, როგორც განსხვავებული ზომის, აგრეთვე ფორმის აქსესუარებს,რომლებიც ადვილად მოერგება, როგორც სადღესასწაულო, ისე კლასიკურ ლუქს.

ვერცხლის კოლექცია და ფირუზის ქვები გულგრილს არავის დატოვებს.

ოქროს სამკაულის ბზინვარე ზედაპირი, კანსაც კიდევ უფრო მეტ ბზინვარებას ანიჭებს.

ზემოხსენებულ მახასიათებლებთან ერთად, ANIA HAIE-ს სამკაულები მისაღები ფასითაც გამოირჩევა.

საახალწლო პერიოდი რამდენადაც მაგიური და განსაკუთრებულია, იმდენად ქაოტურია, იმისთვის რომ თავიდან აირიდოთ სტრესი და გაურკვევლობა, გაუაზრებლად შეძენილი ნივთები, რომლებიც მალევე დაკარგავს მნიშვნელობას, საჭიროა არჩევანი სოლიდურ და მარადიულ ნივთზე შეაჩეროთ. TI’ME-ის მაღაზიათა ქსელი და ბრენდი ANIA HAIE კი, სწორედ ასეთი არჩევანია.