მეთიუ ბლაზიმ სადებიუტო კოლექცია 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე წარადგინა. აქსესუარები, რა თქმა უნდა, ჩვენების ყურადღების ცენტრში იყო. დიზაინერმა მოდის სახლის ტრადიციული intrecciato-ს სტილის ჩანთები განახლებული დიზაინით შემოგვთავაზა, თუმცა მათ შორის ყველაზე წარმატებული ახალი ჩანთა Sardine გახდა, რომელსაც სახელი მეტალიკური დეტალის გამო ეწოდა, რომელსაც თევზის ფორმა აქვს.

ჩანთის სილუეტი ბრენდის ჰიტ ჩანთის Jodie-ს ვარიაციაა, რომელიც ბლაზის წინამორბედის დენიელ ლის შემოქმედებიდანაა. ბლაზიმ Sardine სამ ფერში გადაწყვიტა – ყავისფერი, ბორდოსფერი და თეთრი, თუმცა პოდიუმზე ვიხილეთ შავ, ყვითელ და რუხ ფერებშიც.

სელებრითები უკვე აქტიურად ატარებენ ბოტეგა ვენეტას ახალი დიზაინის ჩანთას, მათ შორის ტოპ მოდელები როზი ჰანტინგტონ-უაითლი და კენდალ ჯენერი.