
მოემზადეთ ციფრული გამოცდილების მისაღებად, რომელიც შემოქმედებით პროცესს მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოგიდგენთ. ნახავთ საუცხოო ქმნილებებს და მათვის მორგებული იმიჯი სხვა განზომილებაში მოგახვედრებთ.
„შემოქმედებით პროცესს წინ ვერაფერი აღუდგება–მე ამას არ დავუშვებ!“ – ჯონ გალიანო
ნიკ ნაითმა გენიალური დიზაინერის, ჯონ გალიანოს, იდეების დოკუმენტირება 52 წუთიანი ფილმით მოახდინა. S.W.A.L.K. – არის ყველაფერი, რაც Maison Margiela – ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ‘Artisanal’ კოლექციას შეიძლება უკავშირდებოდეს და უფრო მეტიც.
ის წარმოადგენს ნარატივს თუ როგორ იქმნება კოლექცია, დაწყებული შთაგონების წყაროების ძიებითა და განხილვით – მათ შორის არის Blitz Kids და მარმარილოს ვუალიანი ქანდაკებები – დამთავრებული უშუალოდ ტანსაცმლის შექმნის პროცესით.
ორი თვის განმავლობაში ზუმში განხორციელებული ზარებით, სხეულზე მიმაგრებული კამერებით თუ სტუდიაში მფრინავი დრონების დახმარებით, ნიკ ნაითმა ყველა შესაძლო ხერხს მიმართა სრულყოფილად განეხორციელებინა გალიანოს ჩანაფიქრი, რომ მიმდინარე სეზონზე მარჯიელას მოდის სახლი გამჭირვალე გამხდარიყო და იქ გადადგმული თითოეული ნაბიჯი გამოვლენილიყო.
გადაღებები მიმდინარეობდა საფრანგეთში, პარიზში, მარჯიელას სტუდიაში. ასევე – ინგლისში, ქოთსვოლდში, კარანტინის პირობებში.

მთელ ამ შთამბეჭდავ ისტორიაში კიდევ ერთ ნარატივს ვხვდებით, რაც პირდაპირ კავშირშია ჯონის ხელოვნების ნიმუშებთან – თრილერს მარჯიელას მოდის სახლის მუზების მონაწილეობით.
„ორმაგი ნარატივის შექმნა მინდოდა. კოლექციის შექმნის პროცესი თრილერთან ერთიანდება. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან მომწონს საშინელებათა ჟანრი და თრილერები. მომწონს როგორ ერწყმის ისინი ერთმანეთს. კიდევ იმიტომ, რომ ჩემთვის ეს ფორმა შექმნის, ძიების და აღმოჩენის მღელვარებას წარმოადგენს.“
ჯონ გალიან
X-Ray კადრები „განსხვავებულ დიალოგებს“ წარმოშობს და ფილმში შეტანილ ემოციურობის და მღელვარების ასპექტებს მხატვრული და პოეტური ფორმით კიდევ უფრო ამძაფრებს.
S.W.A.L.K.
რეჟისორი: Nick Knight