სტატიას წარმოგიდგენთ ღვინის ქართული ბრენდი AMOSA.

ღვინის სმის კულტურას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ღვინო ტრადიციების, კულინარიისა, გასტრონომიისა და თანამედროვე ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილია. დროსთან ერთად, მისი დაგემოვნება ერთგვარ რიტუალად იქცა, რასაც მრავალფეროვანი ინტერპრეტაციით იყენებენ სარეკლამო კამპანიებსა, თუ კინემატოგრაფიაში. 

გავიხსენოთ  ფილმები და სერიალები, რომელთა ცალკეულ სცენებში ღვინო სიუჟეტის ერთ-ერთ გამოკვეთილ მოქმედ გმირად იქცა. 

Sex and The City 

ქერი ბრედშოუ სერიალების ისტორიაში ერთ-ერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟია. მისი ცხოვრების სტილი აქტიური და ლაღია. სერიალის სხვადასხვა ეპიზოდში ხშირად ვნახავთ სცენებს, რომლებშიც ღვინო ქერისათვის  შემოქმედებითი ინსპირაციის ძიების, მეგობრებთან დროის გატარების, ან უბრალოდ საკუთარ თავთან განმარტოების დროს, იდეალურ მეგზურად იქცა. 

Emily in Paris 

ღვინო ფრანგული კულტურის  განუყოფელი ნაწილია. HBO-ს ჰიტად ქცეული პროექტი Emily in Paris კი სწორედ ის სერიალია, რომელიც გმირების სიუჟეტურ ხაზთან ერთად, ფრანგულ კულინარიაზე, გასტრონომიასა და ზოგადად ამ ქვეყნის ცხოვრების წესზე ფოკუსირდება.  ამიტომაც ბუნებრივია, რომ ღვინის დაგემოვნებისა და სმის ტრადიციას არაერთ სცენაში შევხვდებით. 

The White Lotus

The White Lotus ტელეარხ HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ახალი სერიალია. პირველი სეზონის პრემიერა 2021 წელს შედგა. ანთოლოგიურ სერიალში ნაჩვენები ისტორიის ცენტრში ძვირადღირებული სასტუმროს – White Lotus -ის დამსვენებლები არიან. ყოველ სეზონზე სიუჟეტი სხვადასხვა კურორტზე ვითარდება. მეორე სეზონზე მაყურებელმა მთავარი გმირები იტალიაში ამოგზაურა, სადაც ღვინის დაგემოვნების კულტურა იტალიური ტემპერამენტით გაჯერებულ სცენებში არაერთხელ ვიხილეთ. 

A Good Year

A Good Year რიდლი სკოტის ცნობილი რომანტიკული მელოდრამაა, რომელშიც ღვინო და მასთან დაკავშირებული ფრანგული ტრადიციები ფილმის მთავარი გმირად მოგვევლინა. მარიონ კოტიარისა და რასელ ქროუს გმირების ურთიერთობის დინამიკა, საფრანგეთის პროვინციის ულამაზესი პეიზაჟები, ადგილობრივების ცხოვრების წესი კარგად აღწერს ფრანგების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ღვინისადმი. 

Eat, Pray, Love 

Eat, Pray, Love ის ფილმია, რომელიც სცენარის კვალდაკვალ,  სხვადასხვა ქვეყნის კულტურას,  ტრადიციებს, კულინარიასა და ადგილობრივი მოსახლეობის ტემპერამენტს გვაცნობს. ამის გათვალისწინებით, ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ღვინისა და გემრიელი კერძების დაგემოვნება, მთავარი გმირის მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია.