ესპანელი მომღერალი როსალია Dior-ის მოდის სახლის ოჯახს შეუერთდა. სიახლის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, ის Met Gala-ზე მარია გრაცია ქიურის კურატორობით შექმნილი დიორის Haute Couture შავი კაბით გამოჩნდა.

2024 წლის Met Gala-ზე მიმავალი როსალია

როსალია ბარსელონაში 1992 წელს დაიბადა და მსოფლიოს გარშემო სახელი ფლამენკოსა და თანამედროვე მუსიკის შერწყმით გაითქვა. მას მიღებული აქვს ისეთი პრესტიჟული ჯილდოები, როგორებიცაა ორი Grammy, თერთმეტი Latin Grammy, ოთხი MTV Video Music Award და ერთი MTV Europe Music Award.

დიორის გლობალური ამბასადორის ამპლუაში როსალიას პირველი ფოტოები კოლიერ შორმა გადაიღო, კერძოდ Lady Dior-ის ჩანთის კამპანია. დიორის ეს საკულტო ჩანთა ბრენდმა ლედი დიანას შთაგონებით შექმნა და ის დიორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობადი პროდუქტია.

როსალია დიორის ჩვენებების წინა რიგებში ხშირად ჩნდებოდა, მაგალითად, 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე მუსიკოსი სწორედ Lady Dior-ის შავი ჩანთით გამოჩნდა.

როსალია Dior-ის 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე

აქამდე, Lady Dior-ის გლობალური სახე ფრანგი მსახიობი – მარიონ კოტიარი იყო.