
ჩოგბურთის ლეგენდა, როჯერ ფედერერი წლევანდელი Met Gala-ს თანაორგანიზატორია. ანა ვინტურის საყვარელი ჩოგბურთელი, რომელმაც სპორტი გასულ წელს დატოვა, ჩოგბურთის გარდა, სტილის ვარსკვლავიცაა. მაშინ, როდესაც თამაშის დროს ფედერერს (მისი სპონსორის) Nike-ის სპორტულ სამოსში ვხედავთ, მოედნის გარეთ, იგი მომენტის ყველაზე პოპულარული ტრენდის, ე.წ. Quiet Luxury-ს ნამდვილი განსახიერებაა.
2017 წლის Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე, რომლის თემატიკაც რეი კავაკუბო და Comme des Garçons იყო, ფედერერს Gucci-ს ერთი შეხედვით კლასიკური კოსტიუმი ეცვა, რომელსაც ზურგზე სახალისო ნაქარგები ჰქონდა. სხვა გლამურული ღონისძიებებისთვის, როგორც წესი, ფედერერს ყოველთვის უკეთია მისი საყვარელი Rolex-ის საათები. რაც შეეხება სამოსს, ჩოგბურთელს ხშირად ვხედავთ მუქ ლურჯ კოსტიუმებში, ყელიან ზედებსა და პოლოებში. ბრიტანულ GQ-სთან საუბრისას, როჯერმა საკუთარი სტილის განვითარებაზე ისაუბრა, “ვერ ვიჯერებ, რომ ადრე XL ზომა სამოსს ვიცვამდი, თუმცა მაშინ ასეთი მოდა იყო და ყველას გვსურდა “cool” ვყოფილიყავით და ზედმეტად დიდი ზომის სამოსი გვეცვა. 17 წლის ასაკში ბევრად უფრო დიდი ვჩანდი, ვიდრე ახლა, მაგრამ ტრენდებს ყველა ავყევით [იცინის]. ახლა ვხვდები, რომ სამოსს ძალიან დიდი ძალა აქვს, მას სრულად შეუძლია შენი იმიჯის შეცვლა,” ამბობს ფედერერი.
2023 წლის Met Gala-ს მოახლოებასთან ერთად, გავიხსენოთ როჯერ ფედერერის სტილის დამახასიათებელი ლუქები წლების განმავლობაში:










