მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული დასვენებასთან, მოგზაურობასთან და გართობასთან ასოცირდება, წელიწადის ეს დრო ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური პერიოდია მათთვის, ვისთვისაც თმის ჯანსაღი სტრუქტურა უცვლელი პრიორიტეტია.

მზის პირდაპირი სხივები, მარილიანი წყალი, მაღალი ტემპერატურა – ეს ის გარემოებებია, რომლებიც არა მხოლოდ თმის ხარისხზე აისახება, არამედ თავის კანის გაღიზიანებასაც იწვევს. შედეგად იცვლება თმის სტრუქტურა, რაც ჩვენს განწყობაზეც მოქმედებს. სწორედ ამიტომ, ზაფხულის სეზონზე თმის მოვლის რუტინა განსაკუთრებით ყურადღებით უნდა შევარჩიოთ. სწორი რუტინისა და პროდუქტების შემთხვევაში, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ თმა ნებისმიერი გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან არის დაცული.


სტატიაში გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებსა და სანდო პროდუქციას, რომელიც ხელმისაწვდომია Profbeauty-ის კატალოგში. Profbeauty უკვე 15 წელზე მეტია საქართველოში სილამაზისა და თავის მოვლის პრემიუმ ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანია ორიენტირებულია, ქართველ მომხმარებლებს შესთავაზოს ისეთი ბრენდები, რომლებიც დღეს ინდუსტრიაში ინოვაციური ფორმულებით ახალ სიტყვას ამბობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Profbeauty ყველა წარმოდგენილი ბრენდის ოფიციალური პარტნიორია, რაც თითოეული პროდუქტისა ავთენტურობისა და ხარისხის გარანტიას წარმოადგენს.

Profbeauty-ის მრავალფეროვან კატალოგში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თმის მოვლას, რამდენადაც ამ კატეგორიაში არაერთ პრემიუმ ხარისხის ბრენდს ვხვდებით. დღეს სწორედ რამდენიმე პროდუქტს განვიხილავთ.

თერმოდაცვა

ზაფხულში მზის მუდმივი ზემოქმედება და ულტრაიისფერი სხივები აზიანებს თმის გარე საფარველს, ასევე ცილოვან ბირთვს, რის შედეგადაც თმა კარგავს ტენიანობას, ბზინვარებას და ხდება მტვრევადი. თმის მზის სხივებისგან დასაცავად საუკეთესო საშუალება კი თერმოდამცავი პროდუქტებია.

GODDESS BioTech აღმდგენი თმის ნიღაბი ფენის

Bioprotection-ის თმის ნიღაბი სრულიად ახალი ფორმულის, ინოვაციური პროდუქტია, რომელიც უნიკალური მაკრო/მიკრო პეპტიდების ტექნოლოგიით თმის ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს. Bioprotection-ის ეს პროდუქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ფენს და თმის გასასწორებელ უთოებს იყენებს. ნიღაბი იცავს თმას სიცხისგან 232°C-მდე, ინარჩუნებს ვარცხნილობას 8 საათზე მეტხანს და ამცირებს მტვრევადობას. შესაბამისი კვლევებით დადასტურებულია, რომ Bioprotection-ის თმის ნიღაბი აძლიერებს თმას 173%-ით. პროდუქტი დაბანილ, ნოტიო თმაზე გამოიყენება და არ საჭიროებს ჩამობანას. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია Profbeauty-ს ვებ-გვერდზე

K18 – მოლეკულური აღდგენის თმის ზეთი

K18 ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. ათწლეულების ბიოტექნოლოგიურ კვლევებზე დაფუძნებული, კლინიკურად დადასტურებული ფორმულები უზრუნველყოფს სრულიად ახალ მიდგომებზე დაფუძნებულ მოვლას ნებისმიერი ტიპის თმისთვის. მოლეკულური აღდგენის თმის ზეთი უნიკალურად მუშაობს როგორც ნოტიო, ისე მშრალ თმაზე და მომენტალური ხილვადი შედეგი აქვს. K18 Molecular Repair Hair Oil-ის შეძენას Profbeauty-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ.

It’s a 10 – სწრაფადმოქმედი თმის აღმდგენი სპრეი

It’s a 10 კიდევ ერთი ბრენდია Profbeauty-ის კატალოგიდან, რომელიც ზაფხულში თქვენს თმაზე იზრუნებს. Miracle Leave-In Product არის მარტივად გამოსაყენებელი სპრეი, რომელიც ასწორებს თმას, აღადგენს ბზინვარებას და გამოკვეთს თმის ბუნებრივ მოცულობას. მისი უნიკალური ფორმულა გამდიდრებულია ბუნებრივი ინგრედიენტებით – მზესუმზირის თესლის ექსტრაქტით, მწვანე ჩაის ფოთლის ექსტრაქტით და აბრეშუმის ამინომჟავებით, რაც ყველა ტიპის თმას უბრუნებს მის ბუნებრივ ელვარებასა და ცოცხალ იერს. Miracle Leave-In Product კვებავს თმას, იცავს სიცხის ზემოქმედებისგან, ამარტივებს დავარცხნას, ეხმარება ფერის დაცვაში, ანიჭებს ბზინვარებას, უზრუნველყოფს ბუნებრივ UV დაცვას, ავსებს დაკარგულ ცილებს და ხელს უშლის ბოლოების გაყოფას. Miracle Leave-In Product ნოტიო თმაზე გამოიყენება და არ საჭიროებს ჩამობანას.

სკალპის მოვლა

ჯანსაღი თმა იწყება ჯანსაღი სკალპით – სწორედ ამიტომ სკალპზე ზრუნვა თმის მოვლის რუტინის მთავარი ეტაპია. რეგულარული წმენდა, ბალანსის აღდგენა და რბილი ექსფოლიაცია ხელს უწყობს თმის ზრდასა და ჯანმრთელობას. მზის, სიცხისა და მარილიანი წყლის ზემოქმედების ფონზე სკალპს ხშირად ადგება ზიანი – ირღვევა ცხიმიანობის ბალანსი, რაც არა მხოლოდ თმის სტრუქტურაზე აისახება, არამედ იმ დისკომფორტზეც, რომელსაც განვიცდით. სწორედ ამიტომ, ზაფხულის განმავლობაში საჭიროა რუტინაში სპეციალური პროდუქტების დამატება, რომლებიც კონკრეტულად სკალპის მოვლაზეა ორიენტირებული.

Leonor Greyl არის ბრენდი Profbeauty-ის კატალოგიდან, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია სკალპზე ზრუნვის პროდუქტებით. Leonor Greyl ფრანგული თმის მოვლის ბრენდია, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებულ ფორმულებს ქმნის. ბრენდის ისტორია იწყება 1968 წელს, როცა ლეონორ გრეილმა, ბუნებრივი კოსმეტიკისადმი ინტერესით შთაგონებულმა ანტრეპრენერმა, თავის მეუღლესთან – ბიოლოგსა და მცენარეული ზეთების სპეციალისტ ჟან-მარი გრეილთან ერთად, შექმნა თმის მოვლის ხაზი, რომელიც მცენარეულ ნივთიერებებსა და სამეცნიერო ცოდნას აერთიანებდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელმაც თმის მოვლაში უარი თქვა სილიკონებზე, პარაბენებსა და სინთეზურ საღებავებზე და ბუნებრივი, არომათერაპიული და სამკურნალო კომპონენტებით შექმნა ეფექტური პროდუქცია ყველა ტიპის თმისთვის.

Profbeauty-ის ვებგვერდზე Leonor Greyl-ის არაერთ პროდუქტს აღმოაჩენ სკალპის მოვლის ხაზიდან. მათ შორის არის გამწმენდი ეთერზეთებისა და მცენარეული ზეთების ნაზავი სკალპისთვის და დამამშვიდებელი ზეთი მგრძნობიარე და გაღიზიანებული სკალპისთვის.

მშრალი შამპუნი

ზაფხულის მაღალი ტემპერატურა ხშირად გვაიძულებს თმა უფრო ხშირად დავიბანოთ, რაც თავის მხრივ არღვევს ბალანსს და აშრობს როგორც თმას, ისე სკალპს. სწორედ ამიტომ, ზაფხულში მშრალი შამპუნი სეზონის ყველაზე პრაქტიკული და ჭკვიანური გამოსავალია. ის ასუფთავებს თმას წყლის გარეშე, შთანთქავს ცხიმს, აძლევს სიმკვრივეს და მოცულობას.

Profbeauty-ის კატალოგში აღმოაჩენთ Batiste-ის ბრენდის მშრალი შამპუნების არაერთ ვერსიას, რომელიც ხელმისაწვდომი ფასით და ეფექტური შედეგით გამოირჩევა.

სავარცხელი და მისი როლი ზაფხულის თმის მოვლის რუტინაში

ზაფხულში, როცა თმა უფრო ადვილად ბინძურდება, შრება და ზიანდება, სწორი სავარცხლის შერჩევა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შამპუნი ან თერმოდაცვა. მაღალი ტემპერატურის, ქარისა და მარილიანი წყლის გამო, თმა უფრო მტვრევადი ხდება, ამიტომ სწორი სავარცხლის გამოყენება აუცილებელია. სწორად შერჩეული სავარცხელი არა მხოლოდ თმას აწესრიგებს, არამედ აუმჯობესებს სკალპში სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ცხიმოვან ბალანსს. Profbeauty მომხმარებელს კანადური ბრენდის – Framar-ის სავარცხლის მრავალფეროვან მოდელებს სთავაზობს, რომლებიც დიზაინით, მასალის შემადგენლობითა და ფუნქციური დატვირთვით გამოირჩევა.