Interview Magazine-ის 2024 წლის გაზაფხულის ნომრის მთავარი გმირი რიანაა. გამოცემამ ვარსკვლავს ვრცელი ინტერვიუ მიუძღვნა. ინტერვიუერი თავად ჟურნალის რედაქტორი მელ ოტენბერგია, რომელიც წარსულში რიანას სტილისტი იყო და მომღერლის იმიჯის შექმნაში დიდი როლი ითამაშა. ნომერი შთამბეჭდავი ფოტოსესიითაც გამოირჩევა, რომელზეც ქალმა ფოტოგრაფმა, ნადია ლი კოენმა იმუშავა.

ინტერვიუს ნაწილი მუსიკალურ კარიერასთან დაკავშირებულ გეგმებს დაეთმო, რომელზეც რიანამ ჩვეულებისამებრ კონკრეტული პასუხი არ გასცა. „უამრავი ვიზუალის იდეა მაქვს. ჩემი ტვინი თითქოს უკუღმა მუშაობს. როგორც წესი, ჯერ მუსიკის იდეა ჩნდება და ის მკარნახობს ვიზუალური გაფორმების შესაძლებლობებს,” – ამბობს რიანა. მისივე სიტყვებით, ჯერ მუსიკის მონახაზი არ აქვს, თუმცა ოდესმე შესაძლოა სწორედ ეს იქცეს ახალი ნამუშევრის შექმნის გასაღებად.

რიანამ ასევე ისაუბრა ოჯახსა და დედობაზე. ინტერვიუდან ირკვევა, რომ ვარსკვლავი მზად არის, კიდევ უფრო მეტი შვილის დედა იყოს და სურს, ქალიშვილი ჰყავდეს.

დაათვალიერეთ ფოტოსესია: