რიანა და A$AP Rocky ფოტოგრაფმა, მაილს დიგსმა გადაიღო. საოჯახო ფოტოსესიაში წყვილმა მეორე შვილი საჯაროდ პირველად გამოაჩინა. რიანა და რეპერი A$AP Rocky მეორე შვილის მშობლები 3 აგვისტოს გახდნენ. წყვილმა ახალშობილ ვაჟს Riot Rose დაარქვა.
ფოტოებში რიანას Balenciaga აცვია. ვარსკვლავმა დემნას ხელწერისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ცნობილი მოდელი – ე.წ. Panta-Shoes მოირგო, რომელიც ბრენდის კოლექციებში 2017 წლიდან გვხვდება და სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი. A$AP Rocky-ის ლუქის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი კი Bottega Veneta-ს ჯინსებია.
რიანას და A$AP Rocky-ის პირველი შვილი, სახელად RZA, 2022 წლის მაისში შეეძინათ. რიანას მეორე ორსულობის შესახებ ცნობილი კი 2023 წლის Super Bowl Halftime Show-ს მიმდინარეობისას გახდა.
ნახეთ რიანას და A$AP Rocky-ის ახალი ფოტოსესია: