Met Gala-ს ხალიჩაზე გამოჩენამდე რამდენიმე საათით ადრე, ორსული რიანა პაპარაცებმა სასტუმროსთან დააფიქსირეს. სწორედ ამ გამოჩენით დადასტურდა, რომ ვარსკვლავი მესამე შვილს ელოდება. მისი ორსულობის შესახებ ხმები ბოლო დროს ინტერნეტში ხშირად ვრცელდებოდა. ამ ეჭვს რიანას უახლესი პაპარაცული ფოტოები იწვევდა, სადაც ის მუდმივად ფარავდა მუცელს.

შეგახსენებთ, რომ რიანამ მეორე ორსულობაც ყველასათვის მოულოდნელად გაასაჯაროვა, როცა ვარსკვლავი 2024 წლის Super Bowl-ის მუსიკალურ შოუზე ჰედლაინერის სტატუსით გამოჩნდა.

რიანას ამჟამად A$AP Rocky-სგან ორი ვაჟი ჰყავს.

Tags :