WWD-ს გავრცელებული ინფორმაციით, ქეროლაინ ბესეტ-კენედის გარდერობიდან აუქციონზე ნივთი პირველად გაიყიდება. ეს იქნება იოჯი იამამოტოს კაბა, რომელიც მას 1998 წელს Supper Club-ში გამართულ სადილზე ეცვა, რასაც Parsons Dance Company-ის პერფორმანსი მოჰყვა. შავი ფერის აბრეშუმის გადასადები კაბა ქეროლაინის ბავშვობის მეგობარ საშა შერმაიეფს ეკუთვნოდა
© WWD / THANN CLARK
აუქციონი Bonhams-ის მიერ ივნისის თვეში მოეწყობა. კაბის საწყისი ფასი დაახლოებით 3,000 დოლარია.
© Getty Images
ქეროლაინის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა, თუმცა მისი სტილი აქტუალურობას დღემდე არ კარგას. ქელვინ ქლაინის პუბლიცისტმა საზოგადოების ყურადღება მაშინ მიიპრო, როდესაც 1994 წელს აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის, ვაჟთან – ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმცროსთან დაიწყო სასიყვარულო ურთიერთობა. შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში მისი პერსონა მუდმივი განხილვის საგანი იყო, სანამ 1999 წლის 16 ივლისს თვითმფრინავი, რომელსაც მისი მეუღლე მართავდა, კატასტროფას განიცდიდა და სიცოცხლეს გამოემშვიდობებოდა.
ხშირად ამბობენ, რომ გასული საუკუნის ბოლო ათწლეულის cool, მინიმალისტური სტილი ყველაზე კარგად ქეროლაინ ბესეტ-კენედის ესმოდა და ოთხმოცდაათიანი წლების მინიმალიზმი, რომელსაც თავისი ჩაცმულობით წარმოაჩენდა, კვლავ მრავალ ადამიანზე ახდენს შთაბეჭდილებას.