სპორტისა და სპორტული სამოსის მოყვარულთათვის საინტერესო სიახლე ესპანურმა ბრენდმა, Pull&Bear-მა ცოტა ხნის წინ გაავრცელა: მათ ახალი კოლექცია NBA-სთან თანამშრომლობით გამოუშვეს.
ტანსაცმელი ამერიკული კალათბურთის ლეგენდარული ნაკრებების ლოგოებით წარმოდგენილია ქალის კოლექციაში. ბომბერები, მაისურები, სპორტული ორეულები და ბევრი სხვა ნივთი, ბრენდის ოფიციალურ მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია.






Pull&Bear ყოველთვის გამოირჩეოდა ყოველდღიური სამოსის მწარმოებლებს შორის ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი დიზაინით. ამასთან, სიახლე არ იქნება თუ დავწერთ, რომ სპორტული სტილი ბრენდის ხელწერაში მნიშვნელოვან როლს უკვე წლებია ასრულებს. რაც არაერთი მიზეზით შეგვიძლია ავხსნათ, თუმცა მათ შორის ძირითადი მაინც ფუნქციონალური დიზაინით მომხმარებლებისთვის კომფორტის მინიჭებაა.
თავისუფალი ფორმები და სილუეტები ჩვენს ყოველდღიურ გარდერობს მეტად ფუნქციურს ხდის. სწორედ ამიტომ, ბრენდი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს სიახლეებს კოლაბორაციების ან ლიმიტირებული კოლექციების სახით.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სპორტის სამყაროსთან Pull&Bear-ის გადაკვეთა ლოგიკური მხოლოდ ბრენდის იდენტობიდან გამომდინარე არ არის, რადგან მოდის ინდუსტრია და სპორტი ერთმანეთთან კავშირში ყოველთვის იყვნენ.



ეს კავშირი განსაკუთრებით კალათბურთის ინსპირაციითა და NBA-სთან შექმნილი კოლექციებით გამოიხატება, რომლებიც, სხვა სპორტის სახეობებთან შედარებით, ყოველთვის უფრო ხშირია. ამის მიზეზად, შესაძლოა, ბევრი ფაქტორი დასახელდეს, თუმცა მათ შორის ყველაზე ნათელი მიზეზი კალათბურთის გავლენაა პოპ-კულტურასა და ქუჩის სტილზე, ასევე აღსანიშნია 1990-იანებისა და 2000-იანების მიმართ ნოსტალგია, რომელიც ბოლო სეზონების განმავლობაში მოდაში განსაკუთრებით იგრძნობა.
Los Angeles Lakers-ის, Boston Celtics-ის, Brooklyn Nets-ის, Chicago Bulls-ისა და სხვა ლეგენდარული ნაკრებების ლოგოებით სამოსის პოვნა შეგიძლიათ, Pull&Bear-ის ოფიციალურ მაღაზიებში,



შეგახსენებთ, რომ Pull&Bear-ს საქართველოში ოფიციალურად Cenomi Retail Group-ი წარმოადგენს და ბრენდის მაღაზიები განთავსებულია: თბილისი მოლსა და სითი მოლში.