შემოდგომის სეზონი ის პერიოდია, როცა საზაფხულო შვებულებისა და მოგზაურობის შემდეგ აქტიურად ვუბრუნდებით ყოველდღიურ რიტმს – სამუშაო გარემოს ან სასწავლო სეზონს. ეს პერიოდი იდეალურია იმიჯის განახლებისთვის, ხოლო ახალ იმიჯს არაფერი ქმნის იმაზე უკეთ, როგორც ვარცხნილობა.

ვარცხნილობის არჩევა მარტივი საქმე არ არის – ის ხშირად ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი დეტალია ჩვენს გარეგნობაში. ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სახის ფორმა, ინდივიდუალური სტილი და კომფორტი, რათა სტილისტთან ერთად იდეალური გადაწყვეტილების მიღება შევძლოთ.

ცხადია, ყველა სახის მოყვანილობას თავისი განსხვავებული ვარცხნილობა უხდება, თუმცა ტრენდების გაცნობამ შესაძლოა, ჩვენი კრეატიულობა გააღვიძოს და სწორი არჩევანის გაკეთებაშიც დაგვეხმაროს.

სტატიაში Profbeauty-სთან ერთად გაგაცნობთ 2025 წლის შემოდგომის სეზონის ტრენდულ ვარცხნილობებს და გაგიზიარებთ პროდუქტებს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი ვარცხნილობა ყოველდღიურად იდეალურად გამოიყურებოდეს.

Riviera Blonde

ეს არის ბუნებრივი ოქროსფერი ტონების კომბინაცია. ვარცხნილობა იდეალურია მათთვის, ვინც ელეგანტური, მსუბუქი და თანამედროვე იმიჯის შექმნას ცდილობს. Riviera Blonde თითქმის ნებისმიერი სახის მოყვანილობას უხდება. ვარცხნილობა განსაკუთრებით იდეალურია მათთვის, ვისაც თბილი ან ნეიტრალური ტონის კანი აქვს.

Maria Nila-ს ნიღაბი შეღებილი თმისთვის

იმისათვის, რომ Riviera Blonde-ის ვარცხნილობით თმა იდეალურად გამოიყურებოდეს, საჭიროა ინტენსიური და რეგულარული ზრუნვა. ფერის შენარჩუნებისთვის გამოიყენეთ შეღებილი თმისათვის განკუთვნილი თმის ნიღაბი.

Birkin Bangs

Birkin Bangs ხაზს უსვამს სახის კონტურებს და გამოკვეთს თვალებს. ვარცხნილობა განსაკუთრებით უხდება ოვალური სახის ფორმას, თუმცა სწორი სთაილინგით ნებისმიერ სახეზე შთამბეჭდავი ეფექტის მიღებაა შესაძლებელი. Birkin Bangs თანამედროვე, მაგრამ ამავდროულად ავანგარდული ხასიათის ვარცხნილობაა, რაც ინდივიდუალიზმზე მიუთითებს. 

LEONOR GREYL უალკოჰოლო გელი ვარცხნილობისთვის

იდეალური ვიზუალური ეფექტისთვის, ყოველდღიურ რუტინაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ფიქსაციის გელი და მუსი.

Shaggy Bob

Shaggy Bob არის ე.წ. მოცულობითი ბობი, რომელიც თმას მეტ თავისუფლებას აძლევს. ვარცხნილობა იდეალურია მათთვის, ვინც ბუნებრივ და მარტივ სტილს ანიჭებს უპირატესობას. უხდება თითქმის ყველა სახის ფორმას, რაც ვარცხნილობას მეტად პოპულარულს ხდის.

KEMON-ის მოცულობის სპრეი

სახლის პირობებში Shaggy Bob-ის სთაილინგისთვის რეკომენდებულია მოცულობის მიმნიჭებელი პროდუქტების გამოყენება.

Butterfly Cut

Butterfly Cut გამოირჩევა მდიდარი სტრუქტურით, რომელიც თმას სიმსუბუქესა და ბუნებრივ თავისუფლებას მატებს. ვარცხნილობა მრავალფეროვანია და მასზე სხვადასხვა სთაილინგი შეგვიძლია ვცადოთ. იდეალურია მათთვის, ვისაც საშუალო ან გრძელი სიგრძის თმა აქვს.

REVLON RE/START დამატენიანებელი ჰიდრა კონდიციონერი

Butterfly Cut აქტიურ ზრუნვას საჭიროებს, რათა ვარცხნილობა მუდამ ეფექტურად გამოიყურებოდეს. ტექსტურისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატენიანებელი ზეთები, კონდიციონერები და ნიღბები, რათა თმა გამოშრობისგან დაიცვათ.

French Micro-Fringe

French Micro-Fringe არის ძალიან მოკლე წინამო, რომელიც სახის კონტურებს გამოკვეთს. ეს პარიზული სტილის ვარცხნილობა ერთდროულად მინიმალისტურიც არის და – ექსპერიმენტულიც, რაც მნიშვნელოვნად ცვლის იმიჯს. იდეალურია მათთვის, ვისაც ოვალური სახის ფორმა აქვს. French Micro-Fringe აქცენტს აკეთებს თვალზე, რაც განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას. 

It’s a 10 Miracle აბრეშუმის კონდიციონერი

French Micro-Fringe-ის მოვლისას შეგიძლიათ გამოიყენოთ სიგლუვის მიმნიჭებელი ბალზამი და კრემი, რათა თმა მეტად მორჩილი იყოს.

თმის მოვლის პროდუქტების შესაძენად ეწვიეთ Profbeauty-ს კატალოგს. Profbeauty უკვე 15 წელზე მეტია საქართველოში სილამაზისა და თავის მოვლის პრემიუმ ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანია ორიენტირებულია, ქართველ მომხმარებლებს შესთავაზოს ისეთი ბრენდები, რომლებიც დღეს ინდუსტრიაში ინოვაციური ფორმულებით ახალ სიტყვას ამბობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Profbeauty ყველა წარმოდგენილი ბრენდის ოფიციალური პარტნიორია, რაც თითოეული პროდუქტისა ავთენტურობისა და ხარისხის გარანტიას წარმოადგენს.