მოდისა და სილამაზის ინდუსტრია მუდმივად იცვლება, სეზონების ცვლილება კი, ამის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა. როცა სეზონი იცვლება, ჩვენი კანის მოვლის რუტინაც ისევე საჭიროებს ადაპტაციას, როგორც გარდერობი. ასე მაგალითად, თუ ზაფხულში, მზის ხშირი ზემოქმედების ქვეშ ვართ და ბუნებრივად, კანი უფრო ჭარბი რაოდენობით გამოჰყოფს ცხიმს, ტემპერატურის კლებასთან ერთად, იკლებს ცხიმის გამოყოფაც და ტენიანობააც. ცივი ჰაერი და ნაკლები ტენიანობა კი, სახის კანს ისეთი რისკების წინაშე აყენებს, როგორიცაა” გამოშრობა, ან/დაც მოდუნება და სიმკვრივის დაკარგვა. ჯანსაღი სახის კანის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ყოველდღიური რუტინა მოვარგოთ გარემო პირობებს.

ამ სტატიაში, Profbeauty -ის კატალოგიდან, გიზიარებთ პროდუქტებს, რომლებიც თქვენი კანის მოვლის ყოველდღიურ რუტინას გააუმჯობესებს ცხელიდან გრილი სეზონის გარდამავალ პერიოდში. Profbeauty -ის ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს, ეს არის კომპანია, რომელიც გვთავაზობს მხოლოდ და მხოლოდ იმ ბრენდებს, რომლებიც აფასებენ ეფექტურ ფორმულებს, ხარისხს, მუდმივ განვითარებასა და ინოვაციას.

როცა საქმე კანის მოვლას ეხება, სახის გასუფთავება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შემოდგომის რუტინის განახლებაც სწორედ ამ ეტაპით უნდა დავიწყოთ. განსაკუთრებით ზაფხულის ცხელი დღეების შემდეგ, როცა გარე-აქტივობების სიხშირიდან გამომდინარეც, სახის კანი მეტად ბინძურდება. გამომდინარე იქიდან, რომ გრილი ჰავა კანს აშრობს, მნიშვნელოვანია შევარჩიოთ ისეთი დასაბანი საშუალება, რომელიც ეფექტურად ასუფთავებს კანს, თუმცა არ ართმევს მას ბუნებრივ ცხიმებს, მეტიც, დამატენიანებელ ფუნქციასაც ითავსებს.

MATTER OF FACT-ის და Janssen Cosmetics-ის გამწმენდი ბალზამები – ორივე პროდუქტი გამოირჩევა დამატენიანებელი ფორმულით, კანის ბარიერის დარღვევის გარეშე შეძლებთ მოიშოროთ, როგორც ჭუჭყი, აგრეთვე მაკიაჟი და ზედმეტი ცხიმი. დადასტურებულად აუმჯობესებს კანის ტენიანობის დონეს. თუ ზედმეტად ცხიმიანი სახის კანი არ გაქვთ, უმჯობესია თუ წელიწადის ამ სეზონზე, უპირატესობას მიანიჭებთ ზეთების ბაზაზე დამზადებულ პროდუქტებს.

ბუნებრივია, როგორი ტენიანობაც არ უნდა ჰქონდეს დასაბან საშუალებას, ის დამატენიანებელ პროდუქტს ვერ შეგვიცვლის. ამიტომ შემდეგი პროდუქტი, რომლის ადაპტაციაც საჭიროა სეზონის ცვლილებასთან ერთად, ეს რა თქმა უნდა ინტენსიური დამატენიანებელი საშუალებაა.

თუ ზაფხულის სეზონზე უპირატესობას მსუბუქი ტექსტურის დამატენიანებლებს ვანიჭებთ, შემოდგომა უკვე ის პერიოდია, როცა საჭიროა გადავერთოთ ღრმა დატენიანებაზე. ისევ და ისევ გირჩევთ MATTER OF FACT-ისა და Janssen Cosmetics-ის კლინიკურად დადასტურებულ ფორმულებს. თუ გაქვთ მგრძნობიარე კანი, სეზონის ცვლილებასთან ერთად, დეჰიდრატაცია, სიმშრალე გაწუხებთ, ან თვალების გარშემო შეშუპებას და მუქ წრეებს უჩივით, MATTER OF FACT-ის და Janssen Cosmetics-ის დამატენიანებელი კრემები თქვენი კანის ღრმა დატენიანებას უზრუნველყოფენ, ხოლო REVOX B77 JUST-ის თვალის მოვლის სითხე თვალის გარშემო დაღლილი და უსიცოცხლო კანის გაჯანსაღებაში დაგეხმარებათ.

და ბოლოს, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით მზისგან დამცავს. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე ტემპერატურა იკლებს და მზის ეფექტს ისეთი სიძლიერით ვეღარ ვგრძნობთ, UVA და UVB სხივები მაინც ღრმად აღწევენ კანის ბარიერში და იწვევენ როგორც ნაადრევ დაბერებას, აგრეთვე პიგმენტურ ლაქებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წელიწადის შედარებით გრილ სეზონზეც, რუტინაში გვქონდეს ყოველდღიური მზისგან დამცავი საშუალება. REVOX B77 JUST -ის მზისგან დამცავი კანის დატენიანებასთან ერთად, იცავს კანს დაზიანებისგან.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორი ყოველდღიური რუტინითა და გარემო პირობებთან შესაფერისი კანის მოვლის მოვლის საშუალებებით, შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ სეზონის ცვლილებიდან გამოწვეული რისკები და წელიწადის ნებისმიერ დროს შევინარჩუნოთ ჯანსაღი სახის კანი, რომელიც სილამაზის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა.