მომხმარებლის რეალური გამოხმაურება, ბრენდის რეპუტაცია, ინგრედიენტების გამჭირვალეობა და სანდოობა ის კრიტერიუმებია, რაც უნდა გავითვალისწინოთ, როცა ახალ შენაძენს ვაკეთებთ. Profbeauty უკვე 15 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე თავის მოვლის უმაღლესი ხარისხის ბრენდების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომწოდებელია. ამდროის განმავლობაში, კომპანიამ 1300-ზე მეტი პარტნიორი და ათიათასობით ერთგული მომხმარებელი შეიძინა. გამომდინარე აქედან, თუ ვსაუბრობთ სანდოობასა და გამოცდილებაზე, Profbeauty რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომლის მომხმარებელთა და პარტნიორთა უკუკავშირი ჩვენთვის საინტერესოა.
ამ სტატიაში გიზიარებთ თმის მოვლის იმ ბრენდებსა და პროდუქტებს, რომლებიც პროფესიონალებისა თუ ენთუზიასტების განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს:
ჩამონათვალს ვიწყებთ Maria Nila-ს შამპუნით. ბრენდი, რომელიც 1999 წელს, შვედეთის პატარა ქალაქში დაფუძნდა, დღეს საერთაშორისოდ წარმატებული კომპანიაა. 45 ქვეყანაში, სამ კონტინენტზე, Maria Nila-ს პროდუქტები დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამონაკლისი არ არის საქართველო, სადაც სწორედ Profbeauty-ში არის შესაძლებელი შვედური ბრენდის თმის მოვლის ხაზის შეძენა.
Maria Nila გახლავთ ერთ-ერთი ის ბრენდი, რომელიც Profbeauty-ის პარტნიორ სილამაზის სალონებსა და პროფესიონალ სტილისტებს გამორჩეულად მოსწონთ. ბრენდი არის 100%-ით ვეგანური და არ არის გამოცდილი ცხოველებზე.

თუ დამატებიანებელ შამპუნს ეძებთ ბუნებრივად გამომშრალი თმისთვის, Maria Nila-ს “True Soft Shampoo” უკვე კარგად გამოცდილი და პოპულარული პროდუქტია თმის მოვლის მოყვარულებში. პროდუქტი შეიცავს არგანის ზეთს, ანტიოქსიდანტებს და ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ინარჩუნებენ ტენიანობას და თმად ბზინვარებას მატებენ. მომხმარებლების გამოხმაურება ცხადყობს, რომ შამპუნის გამოყენების შემდეგ, თმა უფრო ნაზი და დამყოლი ხდება.

თმის ეფექტური დატენიანებისთვის Maria Nila-ს კიდევ ერთი ეფექტური და გამოცდილი პროდუქტია მკვებავი არგანის ზეთი. True Soft არგანის ზეთი, სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტებისგან განსხვავებით, სწრაფად შეიწოვება თმის ღერებში, არ ტოვებს სიმძიმის შეგრძნებას, თმას ანიჭებს მომენტალურ სირბილეს და რაც ასევე მნიშვნელოვანია – იცავს მას 450°C-მდე სითბური დაცვისგან. მომხმარებლის უკუკავშირზე დაყრდნობით, ვანილის, ვარდის და ჟასმინის სურნელი, ზეთის გამოყენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.

რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით K18-ის თმის აღმდგენ ზეთსაც, რომელიც არის ის პირველი ბიოტექნოლოგიური მიღწევა თმის მოვლის სფეროში, რომელიც 4 წუთში აღადგენს თმის დაზიანებას მოლეკულურ დონეზე. 2020 წლის დეკემბერში, ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შემდეგ, მეცნიერულად დადასტურებული ეფექტური ფორმულით, K18-მა ინოვაციური პროდუქტი წარადგინა, რომელიც ბუნებრივია, რომ Profbeauty-ის კატალოგში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ზეთის გამოყენება შესაძლებელია, როგორც დღის, აგრეთვე ღამის რუტინაში.

K18-ის კიდევ ერთი ინოვაციური და მოთხოვნადი პროდუქტია დეტოქს შამპუნი, რომელიც ჩვეულებრივი შამპუნებისგან განსხვავებით, პირველივე დაბანისას, თმას აშორებს 99% პროდუქტის ნარჩენს და 95% ცხიმს. თუ სუფთა და ჯანსაღი თმის კონდიციის მიღწევა გსურთ, ეს პროდუქტი სწორედ ამისთვისაა შექმნილი და აღიარებულიც, როგორც პროფესიონალების, აგრეთვე რიგითი მომხმარებლების მმიერ.

Profbeauty-ის ფიზიკურ და ონლაინ სივრცეებში 40-მდე პრემიუმ ხარისხის ბრენდს შეხვდებით და როცა საქმე თმის მოვლას ეხება, “It’s a 10” მართლაც 10/10 პროდუქტებს გვთავაზობს. ბრენდის ყოველდღიური Miracle კონდიციონერი პოპულარულია, გამომდინარე იქიდან, რომ თმას ანიჭებს ელასტიურობას და ებრძვის ისეთი პრობლემების მოგვარებას, როგორებიცაა: ჭარბი ცხიმიანობა, აბურდვა, სიმშრალე და ა.შ. კერატინის ამინომჟავებითა და მზესუზმირის თესლის ექსრტაქტით გამდიდრებული კონდიციონერი იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ვარცხნილობის დაყენებისას ყველას მოგვწონს თმის ძლიერი ფიქსაცია, პროდუქტების დიდი ნაწილი, რომლებიც მსგავს ეფექტს გვაძლევს, თმაზე აუხეშებს. It’s a 10 -ის Miracle თმის ძლიერი ფიქსაციის გელი, თავისი უნიკალური ფორმულით, დაგეხმარებათ დაასტაილინგოთ თქვენი თმა ისე, რომ დღის ბოლოს, ღერები ქვასავით გამაგრებული არ გქონდეთ. თანამედროვე ბაზარზე ნამდვილად ვერ იპოვით ფიქსაციის ეფექტის ბევრ პროდუქტს, რომელსაც გამდიდრებულია დამარბილებელი ინგრედიენტებით.

და ბოლოს, რა თქმა უნდა, არავის გააკვირვებს, თუ ჩვენ სიას დავასრულებთ OLAPLEX -ით, რომელიც Profbeauty-ის მომხმარებლების ერთ-ერთი ფავორიტია. OLAPLEX N.8 დამატენიანებელი ნიღაბი ძირეულ დონეზე უზრუნველყოფს თმის ღერის აღდგენას და დაზიანებისგან განკურნებას. ინტენსიური დამატენიანებელი ფორმულა თმას ხდის უფრო ბზინვარეს, მატებს მოცულობით და მოქნილ იერს.
Profbeauty-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და სიახლეებისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის სოციალური მედიის არხებს:
Instagram: Profbeauty
Facebook: Profbeauty