ინდოელი ვარსკვლავი, პრიანკა ჩოპრა ჯონასი ბრიტანული ვოგის 2023 წლის თებერვლის ნომრის ქავერ-ვარსკვლავია. “ერთადერთმა და განუმეორებელმა პრიანკა ჩოპრა ჯონასმა მისიად დაისახა ესაუბრა პრობლემებზე საკუთარი გამაოგნებელი კარიერის განმავლობაში, რომელიც უკვე 2 ათწლეულს ითვლის და გლობალურ მასშტაბისაა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ცხოვრებასა და ოჯახზე ის იშვიათად საუბრობს, ვოგის თებერვლის ნომრისთვის, მან გადაწყვიტა აღნიშნულ თემებზე ესაუბრა.” – აღნიშნულია ვოგის მიერ გაკეთებულ შესავალში.
ფოტოებზე ზოი გერტნერმა იმუშავა, ხოლო სტილისტი აწ უკვე ლეგენდარული ლოუ როუჩია. “პრიანკა სხვა ერიდანაა, ის სოფი ლორენის ან მონიკა ბელუჩისნაირია,” -აღნიშნა როუჩმა ვოგთან.
“20 წლის განმავლობაში შეუჩერებლად ვმუშაობდი. ახლა კი, ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრება მალტის [მისი და ნიკ ჯონასის შვილი] გარშემო ტრიალებს. ახლა მშვიდად ვარ, რადგან ყოველი ჩემი გადაწყვეტილება მასთანაა დაკავშირებული.”
-პრიანკა ჩოპრა ჯონასი.
გასული წლის დასაწყისში, ნიკ ჯონასს და პრიანკა ჩოპრას შვილი სუროგატის მეშვეობით შეეძინათ, რომელიც სულ რაღაც 28 კვირის დაიბადა.
“როდესაც მალტი დაიბადა, საოპერაციოში ვიყავი. ის ისეთი პატარა იყო, ჩემს ხელზე პატარა,” იხსენებს მსახიობი, “საკუთარი თვალებით ვიხილე რას აკეთებდნენ მედდები რეანიმაციაში, ისინი ღმერთის საქმეს აკეთებენ. მე და ნიკი იქ ვიყავით, როდესაც მალტი ინკუბატორში მოათავსეს. ვერ ვხვდებოდი, თუ როგორ შეძლეს მის პატარა სხეულზე საჭირო მანიპულაციების ჩატარება. არ ვიცოდით, გადარჩებოდა თუ არა.”
Vogue – დიდი ბრიტანეთი, თებერვალი 2023.