2012 წლის გახმაურებული ჩვენებიდან ზუსტად 10 წლის თავზე, იტალიური მოდის სახლის პოდიუმი კიდევ ერთხელ დაიკავეს კინოს ვარსკვლავებმა. მიუჩია პრადამ და რაფ სიმონსმა Prada-ს მამაკაცის ხაზის 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია დღეს, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგინეს.
შოუ ოქროს გლობუსის მფლობელმა მსახიობმა, კაილ მაკლაქლენმა გახსნა, ხოლო ჯეფ გოლდბლუმმა დახურა. მოდელების ამპლუაში ასევე ვიხილეთ ნეთფლიქსის სერიალის, Sex Education-ის ვარსკვლავი, ასა ბატერფილდი და ინგლისელი მსახიობი თომას ბროდი-სენგსთერი.
კაილ მაკლაქლენი თომას ბროდი-სენგსთერი ასა ბატერფილდი ჯეფ გოლდბლუმი
ახალი კოლექციის ჩვენება – პრადა 2022 წლის შემოდგომა/ზამთარი
შეგახსენებთ, რომ 10 წლის წინ, 2012 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, პრადას მამაკაცის კოლექცია გარი ოლდმენმა, ედრიენ ბროუდიმ, ტიმ როთიმ და უილემ დეფომ წარადგინეს. ჰოლივუდის ვარსკვლავების პოდიუმზე გამოჩენამ გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კულტურული მომენტი შექმნა.