2021 წელს, რიანამ გაახშირა მოდური პაპარაცული მომენტები, რასაც ფანები, თავისთავად, ალბომის მოახლოებას უკავშირებენ. გასულ კვირებში ის ტომ ფორდის გუჩის ჯინსით და არქივული შანელის ტვიდის კოსტიუმში ვიხილეთ. თუმცა მომღერალმა ამჯერადაც შეძლო ყველას გაკვირვება და 2019 წლის კოლაბორაციის ფარგლებში გამოშვებული Prada x Adidas-ის ჩანთით გამოჩნდა პაპარაცების წინ. ადიდასის 3 ზოლიან ლურჯ სპორტულთან ერთად მას ფეხზე საკუთარი, აწ უკვე დახურული ბრენდის, Fenty-ს ფეხსაცმელები ეცვა და Esso-ს კეპი ეხურა.
პრადასა და ადიდასის კოლაბორაციის ფარგლებში სულ რაღაც 700 წყვილი ჩანთა და სნიკერი დამზადდა, ორივე ერთად კი, 3 ათას ევროდ შეფასდა. კოლექცია, სულ რამდენიმე წუთში, სრულად ამოიყიდა.