არტისტებს და მოდის სახლებს შორის კოლაბორაციებმა პიკს თითქმის უკვე მიაღწია, თუმცა როგორც ჩანს, წინ კვლავ გველის საინტერესო ექსპერიმენტები.
ბოლო დროის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა რეპერმა, მეგან სტალიონმა ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, სიმღერაზე – Plan B. რეპერის ვიზუალზე მუგლერის გუნდმა იზრუნა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი, Mugler-ის შემოქმედებითი დირექტორი, ქეისი ქადუალედერია.
ამერიკელ დიზაინერს ვარსკვლავებთან ახლო თანამშრომლობა აკავშირებს, თუმცა ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც მან არტისტთან რეჟისორის ამპლუაშიც იმუშავა.