ფუფუნების ბრენდების თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე საცალო მოვაჭრე LuisaViaRoma ბრიტანულ Vogue-თან პარტნიორობით ფლორენციაში, Pitti Uomo-ს ფარგლებში ღონისძიებას, სახელწოდებით “Runway Icons” გამართავს.

როგორც მოდის გავლენიანი გამოცემა WWD იუწყება, პიაცა მიქელანჯელოს ტერიოტორიაზე გაიმართება ჩვენება, რომელზეც 50 როგორც ახლად დაარსებული, ისე დიდი ისტორიის მქონე საერთაშორისო ბრენდის ლუქები იქნება წარმოდგენილი. ის ასახავს სტილის ევოლუციას ათწლეულების მიხედვით, ხოლო პროექტში ჩართული ბრენდების შექმნილ ექსკლუზიურ ნამუშევრებს მოდელების ამპლუაში ბრიტანული Vogue-თან დაკავშირებული პირები მოირგებენ. ჩვენებას მოჰყვება დახურული სადილი და წვეულება, რომელზეც სპეციალური მუსიკალური წარმოდგენა არის მოსალოდნელი.

CR Runway x LuisaViaRoma

“ჩვენება უნიკალური შესაძლებლობა იქნება, რომ მსოფლიოს რჩეულმა წამყვანმა დიზაინერებმა თავი ერთად, ერთ გასაოცარ მომენტში მოიყარონ,” – განაცხადა ბრიტანული Vogue-ს მთავარმა რედაქტორმა ედვარდ ენინფულმა. “ფლორენციაში კრეატიულობისა და ხელობის ელექტრული განცდა სუფევს, ამიტომ ამ ადგილას, ამდენ ფავორიტ პარტნიორთან ერთად პოდიუმზე ჩვენი ხედვის გამოტანა გამოსატოვებელი მოვლენა არ იქნება.”

ღონისძიება 14 ივნისს ჩატარდება. მანამდე კი, პროექტის დამატებითი პოპულარიზაციის მიზნით, LuisaViaRoma ფლორენციაში სხვადასხვა აქტივობებს გეგმავს, მათ შორის თავის flagship სივრცეში.

ასევე უნდა ითქვას, რომ ეს არ იქნება პირველი დიდი შოუ, რომელსაც საცალო მოვაჭრე Pitti Uomo-ს ფარგლებში გამართავს. 2019 წელს, 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად, LuisaViaRoma-ს და კარინ როიტფელდის თანამშრომლობის შედეგად გაიმართა ჩვენება, რომელსაც 4000 სტუმარი დაესწრო. სწორედ ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა CR Runway-ს, რომელიც ტომ მოდელებსა და დიზაინერებს განსხვავებული ფორმატის ჩვენებისთვის აერთიანებს.