სექტემბერში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, Tom Ford-სთვის პიტერ კოკინგსის კრეატიული დირექტორობით შექმნილი პირველი კოლექციის ჩვენება გაიმართა. დიზაინერმა გასაოცრად შეძლო ტომ ფორდის დღემდე შთამბეჭდავი ჰიტების დღევანდელობაში თავისი ხედვით გადმოცემა და მათთვის ახალი ხიბლის შემატება. ეს იყო ტომ ფორდის დაბრუნება ტომ ფორდის გარეშე, რაზეც პასუხისმგებელი იყო ადამიანი, რომელიც მასთან 25 წლის განმავლობაში მუშაობდა.

კოლექციის კამპანია, რომელიც რობინ გალიგმა გადაიღო, Tom Ford-ში დაწყებული ახალი გლამურული და სენსუალური თავის გაგრძელებაა. პიტერის მაცდუნებელი, ელეგანტური და სექსუალური ნამუშევრები, რომლებშიც მან 1970-იანი წლების განწყობა ჩააქსოვა, მოდელებმა ჟანა კადემ, აალტო ჯაზიპერმა, დარა გუიემ, ილიას ლუპმანსმა და ევა კომუვესმა მოირგეს. გადაღებაზე სტილისტად მარი შემ იმუშავა.

კამპანიის ვიდეო