არსებობენ დიზაინერები, რომელთა კოლექციების ხილვისას ვფიქრობთ, რომ გემოვნებიანია, თუმცა პრეტენზიული, დახვეწილია, თუმცა მოსაბეზრებელი, კომფორტულია, თუმცა მოძველებული. პიერპაოლო პიჩოლის ვალენტინოს შემთხვევაში ყველაფერი უბრალოდ ძალიან მშვენიერია. პიერპაოლოს ტანსაცმელი ლამაზია და ეს ის სიტყვაა, რომელსაც თანამედროვე მოდის გავლენიანი დიზაინერების კოლექციების შეფასებისას ხშირად არ / ვერ ვიყენებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვას პიჩოლის კოლექციების სილამაზეს და ამის ფონზე მიღწეულ წარმატებას.

ადუთ აკეჩი ხსნის ვალენტინოს 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებას, პარიზის მოდის კვირეულზე.

Vogue Runway

ჩვენება თეთრი ლუქების განსხვავებული ვარიანტებით გაიხსნა, როგორც მოდის საწყის კოდებთან დაბრუნება.

ეტაპობრივად პოდიუმზე პიერპაოლოს ხელწერისთვის დამახასიათებელი სილუეტები და პრინტები გამოჩნდა მწვანე, შავ, ყვითელ და თეთრ ფერებში.

Vogue Runway
Vogue Runway
Vogue Runway

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შავი ლუქი, რომელიც ივ სან ლორანის სტილს მოგვაგონებს, კაია გერბერმა წარადგინა.

Vogue Runway

კოლექცია სრულად : Valentino S/S 2020