
TMZ-ის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2000-იანი წლების ფავორიტი IT-გოგო, პერის ჰილტონი Met Gala-ს წელს პირველად დაესწრება. როგორც აღმოჩნდა, ჰილტონის მოსაწვევი Vogue-მა გადასცა, ისევე, როგორც მის კოსტიუმის დიზაინერს, რომელზეც ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი. ჰილტონების ოჯახიდან Met Gala-ს პერისის და, ნიკი ჰილტონი მხოლოდ ერთხელ, 2001 წელს დაესწრო.


წლევანდელი Met Gala-ს თემა კარლ ლაგერფელდი და მისი ლეგენდარული კარიერაა, ხოლო პერისის პირველი გამოჩენა ღონისძიებაზე ლოგიკურია – კარლსა და პერისს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ. მათი ისტორია, 2000-იანი წლების დასაწყისიდან კარლის გარდაცვალებამდე, უწყვეტი იყო. პერისი ცნობილია თავისი შანელის ჩანთების კოლექციით, ის ესწრებოდა კარლის ჩვენებებსა და წვეულებებს, მათ შორისაა 2006 წელს გამართული Dom Perignon-ის წვეულება, რომელსაც ჰილტონი დიდი ხნის მეგობართან, კიმ კარდაშიანთან ერთად დაესწრო. კიმ კარდაშიანი ასევე იქნება 2023 წლის Met Gala-ზე, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი კოსტიუმის დიზაინერის ვინაობაც უცნობია.




ღონისძიება 1 მაისს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში გაიმართება.