ახალი თაობის ქართველი დიზაინერების სამოსსა და აქსესუარებს ხშირად ვხედავთ ცნობილ ვარსკვლავებზე. მათ შორის არის გიორგი ქებურია, რომლის შექმნილი მოდელი სხვადასხვა დროს არაერთმა ცნობილმა პერსონამ მოირგო. ქებურიას ერთ-ერთი მოდელით ამჯერად პერის ჰილტონი გამოჩნდა. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ვარსკვლავი ფოტოსესიის დროს არის გადაღებული. ერთ-ერთ კადრში ჰილტონი გიორგი ქებურიას შექმნილი ქუდით პოზირებს.

მასიური ფორმის ქუდი ვარსკვლავს ვარდისფერ კაბასთან ერთად აცვია. ფოტოსესიის ფარგლებში პერის ჰილტონი Guardian-ის ამერიკული გამოცემისთვის გადაიღეს. ვრცელი სტატია ჰილტონის მემუარების გამოცემის შემდეგ მომზადდა. სტატიაში, ისევე როგორც ავტობიოგრაფიულ წიგნში, პერის ჰილტონი წარსულში გავრცელებულ „სექს ჩანაწერზე“ საუბრობს. ვარსკვლავის თქმით, ამ შემთხვევამ მას მოზარდობისას უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა.