ჩანთებისა და აქსესუარების პორტუგალიურმა ბრენდმა, „პარფუამ“ შავი ზღვის მომნუსხველი ხედების ფონზე, საზაფხულო ღონისძიება – “The Holiday” მოაწყო. ღონისძიების მასპინძელი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო – „ლიც რეზორტი“ გახლდათ, რომელიც ბათუმთან ახლოს, კვარიათის მთაზე მდებარეობს.
„ლიც რეზორტზე“ მიწვეულ სტუმრებს Parfois-მა დაუვიწყარი დახვედრა მოუწყო. მანამ სანამ უფრო მეტს მოგიყვებით “The Holiday” -ის შესახებ, უნდა აღვნიშნოთ, რომ წელიწადის არცერთ სეზონზე, გარდერობი არასდროსაა სრულყოფილი გემოვნებით შერჩეული აქსესუარების გარეშე, თუმცა მაშინ, როდესაც გარემო მზიანი და ფერადია, აქსესუარების შერჩევის, შოპინგისა და მორგების პროცესი ორმაგად სახალისო და სასიამოვნოა. მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ “პარფუაზე”, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულითა და სანდოობით სარგებლობს მოდისა და აქსესუარების, როგორც ქართველ, აგრეთვე საერთაშორისო მოყვარულებში.
ხშირად, მოდის მიმდევრებიც კი, აქსესუარების ბრენდის განხილვისას მხოლოდ სამკაულებზე ფიქრობენ, თუმცა აქსესუარის კონცეფცია ბევრად მრავალფეროვანია. “პარფუას” კოლექციები აერთიანებს არამარტო სამკაულებს, არამედ: ჩანთებს, სათვალეებს, ტანისამოსს, ფეხსაცმელებს.. რაც შეეხება ბრენდის საზაფხულო ღონისძიებას, “The Holiday” მართლაც იყო ნათელი, ფერადი, სარელაქსაციო, გასართობი, გლამურული და რაღა თქმა უნდა მოდური ივენთი, როგორსაც საქართველოში ხშირად არ ვხვდებით.
ლაჟვარდოვანი ხედები, პერსონალიზებული საჩუქრები და გემოვნებიანი მუსიკა. “The Holiday” -ის სასიამოვნო ატმოსფეროს კიდევ უფრო ენერგიულს დიჯეი EKNR-ის პერფორმანსი ხდიდა.
ღონისძიების მთავარი მოვლენა კი, რაღა თქმა უნდა, “პარფუას” ახალი კოლექცია იყო, რომელიც ბრენდმა ექსკლუზიურად „ლიც რეზორტზე“ წარადგინა. კოლექცია აერთიანებს დახვეწილ და ტრენდულ ჩანთებს, სამკაულებს და ტანისამოსს. თითოეული ნივთი თანამედროვე მოდის მოყვარულთათვის, განსაკუთრებული მზრუნველობითა და ძალისხმევითაა შექმნილი.
მიწვეულ ინფლუენსერებსა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირველებს მოერგოთ Parfois-ის ახალი კოლექცია და თავიანთი გამომწერებისთვის საინტერესო და საჭირო სტილის რჩევები გაეზიარებინათ. ღონისძიებას ინტერაქციული და სახალისო დატვირთვაც ჰქონდა, კოქტეილების ვორკშოფებიდან, იოგის კლასებამდე, შეიძლება თამამად ითქვას, რომ Parfois-მა ახალი კოლექციის პრეზენტაციისა და Lifestyle ღონისძიების დასამახსოვრებელი გამოცდილება შექმნა.
Parfois საქართველოში ამჯერად 3 მაღაზიითაა წარმოდგენილი, ორი – მდებარეობს თბილისში, ხოლო ერთი – ბათუმში. ბრენდს ქართულ ბაზარზე ოპერირებას Cenomi Retail Group Georgia უწევს – კომპანია, რომელიც მრავალი წელია, ქვეყნის მასშტაბით, არაერთ ცნობილ ბრენდს წარადგენს.