აქსესუარი ჩვენი იმიჯის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ერთი შეხედვით პატარა დეტალს შეუძლია, მთლიანი ლუქი ბევრად სრულყოფილად წარმოაჩინოს და ხაზი გაუსვას მისი მფლობელის ინტერესებს, ცხოვრების წესსა და სხვა ინდივიდუალურ მახასიათებლებს. სწორედ ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასურველი და ჩვენი სტილისათვის ავთენტური აქსესუარის აღმოჩენა არც ისე მარტივი ამოცანაა. ამ ყველა წინაპირობის გათვალისწინებით, ქართველი მომხმარებლებისათვის განსაკუთრებით სასიხარულო ამბავი გვაქვს – ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ბრენდი PARFOIS ქართულ ბაზარზე ბრუნდება. “პარფუას” საქართველოში ოპერირებას გაუწევს Retail Group Georgia – კომპანია, რომელიც დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით არაერთ წამყვან ბრენდს წარადგენს.

PARFOIS-ის დაბრუნება ქართველი მომხმარებლისათვის საკმაოდ დიდ კომფორტს ნიშნავს, რამდენადაც ის არის ბრენდი, რომელიც ერთ-ერთი პირველი გვახსენდებოდა მაშინ, როდესაც საკუთარი თავის, ან ახლობელი ადამიანისათვის ორიგინალური საჩუქრის გაკეთება გვსურდა. PARFOIS მრავალფეროვანი კოლექციით გამოირჩევა, თუმცა, დიზაინი გამოკვეთილად დამახასიათებელია და ეს სახასიათო დეტალი მინიმალიზმია. “პარფუას” კოლექციები აერთიანებს ჩანთების, სამკაულის, სათვალეების, ტანისამოსის, ფეხსაცმელების და სხვადასხვა კატეგორიის მოდელების ხაზს.


PARFOIS-ის მაღაზია 14 ოქტომბერს “თბილისი მოლში” გაიხსნება. გახსნაზე წარმოდგენილი იქნება ბრენდის კოლექცია და მომხმარებელი შეძლებს, ადგილზე გაეცნოს ბრენდის ახალ ხედვას.