ცნობილი ამერიკული კომედია – Mean Girls მიუზიკლის სახით ბრუნდება. ახლახან კინოკომპანია Paramount-მა ფილმის პრემიერის თარიღიც გაავრცელა. Mean Girls-ის ახალ ვერსიას მაყურებელი 2024 წლის 12 იანვარს იხილავს. თავდაპირველად Paramount გეგმავდა, რომ Mean Girls-ის პრემიერა კომპანიის საკუთრებაში არსებულ სტრიმინგ სერვისზე შემდგარიყო, თუმცა კინოსტუდიის უახლესი გადაწყვეტილებით, მიუზიკლი კინოთეატრების ეკრანებზე გამოვა და Paramount+-ზე მხოლოდ საპრემიერო სეანსების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. 

რაც შეეხება Mean Girls-ის ორიგინალურ ფილმს, კომედიის პრემიერა 2004 წელს შედგა და ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თინეიჯერულ ფილმად იქცა. მთავარ როლში მაყურებელმა ლინდსი ლოჰანი იხილა. ფილმში ასევე მონაწილეობენ რეიჩელ მაკადამსი, ამანდა სეიფრიდი, ტინა ფეი და ჰოლივუდის სხვა ცნობილი ვარსკვლავები. გლობალური კინოგაქირავებით ფილმის შემოსავალმა 130 მილიონ დოლარს გადააჭარბა.