Pantone ტრადიციულად ასახელებს მომავალი წლის ფერს, ამჯერად 2023 წლის ფერი მუქი ბორდოსფერი Viva Magenta Pantone 18-1750 გახდა. ლეატრის ეისემანის, Pantone-ს ფერის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით ეს ფერი “სიძლიერისა და ოპტიმიზმის გამომხატველია და ის უკავშირდება ბუნებას, მის მარადიულობას.” მისი თქმით, ასევე ეს ენერგიული ფერია. “ის შთაგვაგონებს გამოვხატოთ საკუთარი თავი უხერხულობის გარეშე, ვიყოთ დინამიურები და დავმუხტოთ გარშემომყოფები ენერგიით. Სიმშვიდე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ბოლო სამი წლის მოვლენების გათვალისწინებით, თუმცა ენერგია და წინსვლისთვის მზაობა არის ის, რაც დაგვეხმარება გადავლახოთ ბარიერები მომავალში.” ნათქვამია ეისემანის განცხადებაში.
Pantone-ს ფერთა ასოციაციასა და ფერთა ინსტიტუტის მიხედვით, წითელი და მისი სხვადასხვა ტონალობები დინამიურობასა და მღელვარებასთან ასოცირდება. კონკრეტულად Viva Magenta კი, ეისემანის თქმით “ჰიბრიდული ფერია, რომელიც სითბოსა და სიცივეს აერთიანებს,” რაც, პოსტ-კოვიდური, ვირტუალური და რეალური ცხოვრების ჰიბრიდულობის ამსახველია. ფერის პრეზენტაცია მაიამიში არტ-ფესტივალ Art Basel-ზე გაიმართა, სადაც სტუმრებს ვირტუალური “მაგენტავერსის” დათვალიერება შეეძლოთ.