გაზაფხულის სეზონის დადგომა გარდერობისა და სტილის განახლებისათვის საუკეთესო მოტივაციაა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე აქსესუარს ეხება. წელიწადის ამ დროს, ძვირფასი სამკაული კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ისეთი დეტალია, რომლის გარეშეც ყოველდღიური თუ გამოსასვლელი ლუქის სრულყოფა რთული წარმოსადგენია. გარდა ვიზუალური მხარისა, თუ თქვენს საყვარელ ყელსაბამს, საყურეს, ან ახალ ბეჭედს ატარებთ, მან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს გრძნობებსა და განწყობაზეც.

ამ სტატიაში გიყვებით ბრენდზე, რომლის შესახებაც, ალბათ, სამკაულების ყველა მოყვარულს ერთხელ მაინც სმენია. Pandora მსოფლიოში ყველაზე დიდი საიუველირო ბრენდია, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში, 2700 კონცეპტუალურ მაღაზიაში იყიდება. “პანდორას” ქართველი მომხმარებელიც კარგად იცნობს, ბრენდის კოლექციები წარმოდგენილია სამკაულებისა და საათების მაღაზიათა ქსელ – TI’ME-ში.

ახლახან, “სითი მოლში” Pandora-ს ახალი კონცეპტუალური მაღაზიაც გაიხსნა, მეტიც, ცოტა ხანში, ხელმისაწვდომი იქნება ბრენდის ახალი საიტიც. გამომდინარე აქედან, გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონისათვის, “პანდორა” ქართველ მომხმარებელს განსაკუთრებულ სიახლეებს პირდება.

Pandora -ს ისტორია 1982 წელს დანიაში, ქალაქ კოპენჰაგენში იწყება. დამფუძნებლები მეუღლეები, პერ და ვინი ენევოლდენსები ხშირად მოგზაურობდნენ ტაილანდში განსხვავებული სამკაულების აღმოსაჩენად. 1989 წელს, სწორედ ტაილანდში მოხდა “პანდორას” პირველი ბეჭდის წარმოება, 2000-იანი წლების დასაწყისში, ტაილანდში შეიქმნა კომპანიის სამაჯურების პოპულარული ხაზიც, რაც 2005 წელს, Pandora-ს პირველი საწარმო ქარხნის გახსნით დაგვირგვინდა. კომპანიის მაღალი ხარისხის ხელნაკეთი სამკაულები, რომლებიც მიმზიდველ დიზაინთან ერთად, მისაღები ფასითაც გამოირჩევა, გულგრილს არავის ტოვებს, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ის, რაც 1989 წელს ერთი ბეჭდის წარმოებით დაიწყო, დღეს მსოფლიოს უდიდესი საიუველირო ბრენდის სტატუსით სარგებლობს. გარდა სტილის სრულყოფისა, როგორც უკვე ითქვა, სამკაულს დიდი სიმბოლური მნიშვნელობაც გააჩნია. ის განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი ცხოვრების სანუკვარი მომენტების შექმნასა და დამახსოვრებაში. “პანდორას” სამკაულების უნიკალური დახვეწილი დიზაინი ნებისმიერ ქალს თავს ლამაზად და თავდაჯერებულად აგრძნობინებს, რაც აუცილებლად მოქმედებს თვითშეფასებაზეც.

“პანდორას” ელეგანტური და თანამედროვე სამკაულები კი, აღიარებულია, როგორც სიყვარულისა და მზრუნველობის სიმბოლო. მეუღლეების მიერ დაარსებული ბრენდი დიდ ისტორიას და სიყვარულს ინახავს, რაც ყოველთვის ვლინდება ბრენდის დიზაინსა თუ დამოკიდებულებაში. 15 აპრილის, სიყვარულის დღის მოახლოებასთან ერთად, თუ უკვე ეძებთ საჩუქარს, მაშინ, ახლა სწორედ ის დროა, როცა უნდა ესტუმროთ ბრენდის ახალ კონცეპტუალურ მაღაზიას, ან დაათვალიეროთ TI’ME-ში წარმოდგენილი კოლექციები. “პანდორას” სამკაული იდეალურად აბალანსებს ხარისხს, სტილს და ისტორიას ყოველი ნივთის მიღმა.

გამოიწერეთ TI’ME-ისა და Pandora -ს ოფიციალური არხები და თვალი ადევნეთ სიახლეებს:

FB: TI’ME Georgia

IG: TI’ME Georgia

FB: Pandora Georgia