ახლახან პამელა ანდერსონი მოდელის ამპლუაში წარდგა და კანადური ბრენდის ARITZIA-ს 2023 წლის საშემოდგომო კოლექციის კამპანიის სახე გახდა. კამპანიის ფოტოები გადაღებულია თავად პამელა ანდერსონის ოკეანისპირა სახლში, რომელიც კანადაში მდებარეობს. ახალი კოლექცია ხაზს უსვამს ბრენდის ხედვას, რომელიც მაღალი ხარისხის ქსოვილის გამოყენებას გულისხმობს, იდეურად კი, ქალის ძალაუფლების ჩვენებას გამოხატავს.
კამპანიაში მონაწილეობას პამელა ანდერსონი პრეს-რელიზით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის Aritzia-ს ესთეტიკას სრულიად იზიარებს.
ნახეთ ARITZIA-ს 2023 წლის საშემოდგომო კოლექციის კამპანია: