21 წლის პოპ-ვარსკვლავი, ოლივია როდრიგო თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. ცოტა ხნის წინ, ოლივია გახდა 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი არტისტი, რომლის საკონცერტო ტურნეს შემოსავალმა 186 მილიონ დოლარს გადააჭარბა. როდრიგოს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, თუმცა იგი ახერხებს ჩარტების ლიდერობას და სტადიონების გავსებას. მისი წარმატება ისახება კულტურის სხვა ინდუსტრიებშიც და რა თქმა უნდა, ამ მხრივ გამონაკლისი არც მოდისა და სილამაზის სფეროებია.
ცნობილმა ფრანგულმა ბრენდმა, Lancôme-მა ახალ გლობალურ სახედ სწორედ ოლივია როდრიგო დაასახელა. მომდევნო თვეების განმავლობაში, Lancôme-ის კოსმეტიკას რეკლამას სწორედ ოლივია გაუწევს რეკლამას. „ძალიან ამაყი ვარ, რომ ოლივია ლანკომის ოჯახს შემოუერთდა. ჩვენ ყველანი მოხიბლულნი ვართ მისი გასაოცარი პიროვნულობითა და უზომო ნიჭით,” – აღნიშნა Lancôme-ის პრეზიდენტმა ფრანსუაზა ლემანმა.